November, 2023
Veranstaltungsdetails
2023 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი ვებინარი თემაზე: “გონივრული სოციალური მედია კამპანიით ახალი მომხმარებლის მოძიება და დარწმუნება”. მიზანმიმართული
Veranstaltungsdetails
2023 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი ვებინარი თემაზე: “გონივრული სოციალური მედია კამპანიით ახალი მომხმარებლის მოძიება და დარწმუნება”.
მიზანმიმართული სოციალური მედია მარკეტინგი ციფრულ სამყაროში უდავოდ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად ითვლება კომპანიის საჯარო საქმიანობებს შორის. ეფექტური სოციალური მედია კამპანიის წარმოება, რომელიც მოწონებას დაიმსახურებს და პოზიტიურ შედეგს მოიტანს, მედიების გადაჭარბებული მოხმარების პირობებში არც ისე მარტივია.
ვებინარზე ლუკას მიორგელინმა მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება და კონკრეტული რჩევები გაუზიარა, თუ როგორ უნდა მიაწვდინონ ხმა ეფექტურად სამიზნე ჯგუფს ორგანული თუ ფასიანი სოციალური მედია კამპანიებით ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტიკტოკზე და ა.შ. მონაწილეებმა მიიღეს, ასევე, კომპაქტური ინფორმაცია სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების შესახებ.
რეფერენტი: ლუკას მიორგელინი – შვეიცარიული პიარ სააგენტოს «Brand Affairs» ექაუნთ მენეჯერი, დაამთავრა მენეჯმენტის მაგისტრატურა შოტლანდიის წმინდა ანდრიას სახელობის უნივერსიტეტში. ის კონსულტაციას უწევს მარკეტინგის, საზოგადოებრივი ურთიერთობების და სოციალური მედიების მიმართულებით. მისი გონივრულად დაგეგმილი მედია კამპანიების დახმარებით, გაიზარდა ისეთი კომპანიების ცნობადობა და მომხმარებელთა რიცხვი, როგორებიცაა: Subway და Burger King.
Datum
8 November, 7 h - 8 November, 10 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin