fbpx

Mai, 2023

03Mai(Mai 3)19:0005(Mai 5)21:00DWV-ტრენინგი: "დროის მენეჯმენტი"

Veranstaltungsdetails

2023 წლის 3-5 მაისს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) და შვეიცარიულმა ფონდმა BPN Georgia-მ დღიანი ჰიბრიდული სემინარი დროის მენეჯმენტი“ ჩაატარეს.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი მუშაობის მეთოდის გაანალიზება და მის ოპტიმიზაცია, პრიორიტეტების განსაზღვრა და დროის ქურდებთან გამკლავება. მათ ისწავლეს დროის დაგეგმვა კლასიკური დროის წიგნაკისა და Microsoft Outlook-ის საშუალებით.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეემუშავებინათ დროის დაგეგმვის, დავალებების შესრულების და ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავების ინდივიდუალური სტრატეგია.

სემინარის განმავლობაში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • საკუთარი სამუშაო სტილის (დროის გამოყენების) ანალიზი, სტრესთან და გადატვირთულ გრაფიკთან გამკლავების ანალიზი;
  • კრიტიკული თვითრეფლექსია ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებსა და საქართველოში დროსთან არსებულ დამოკიდებულებასთან მიმართებაში;
  • „სამსახურის და ცხოვრების ბალანსის“ მიგნება (ლოთარ ზაივერთის Work-Life-Balance მოდელი);
  • მოჩქარის დაავადება: გამომწვევი მიზეზები და შედეგები;
  • პერსონალური დროის ქურდების ამოცნობა და მათი დამარცხება;
  • დროის მენეჯმენტი, მისი ოპტიმიზაცია კლასიკური დროის დაგეგმვის წიგნაკის ან Microsoft Outlook კალენდარის საშუალებით;
  • რეალისტური, ნათელი მიზნების დასახვა და მათი მიდევნება (SMART-მეთოდი);
  • დავალებების სწორად დალაგება მათი მნიშვნელობის მიხედვით. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა (ეიზენჰაუერის პრინციპი);
  • დავალებების უფრო ეფექტურად შესრულება ნაკლები სტრესის ფონზე. ნაკლები ქმედება, მეტი შედეგი/პროდუქტიულობა (80/20 – ის წესი, პარეტოს პრინციპი);
  • დავალებების დაგეგმვა და დროის სწორად გადანაწილება (რაციონალური მუშაობა დეკარტის მიხედვით);
  • დღის დაგეგმვა და მისი ოპტიმიზაცია ინდივიდუალური შრომისუნარიანობის მრუდის და ინდივიდუალური ბიოლოგიური რიტმის საფუძველზე;
  • ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავება (ხერხის ეფექტი).

სამუშაო ენა: გერმანული, ქართული ქრონოლოგიური თარგმანით.

ფორმა: თეორიული ელემენტები, პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ქართულ-შვეიცარიული მაგალითებით გაჯერებული სავარჯიშოები, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის გაცვლა.

რეფერენტი: დანიელ მათერი, შვეიცარელი ექსპერტი, BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი.

სემინარს 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიების წამომადგენლები: შპს ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი, შპს შოუ ტექნიკის ცენტრი, შპს ელესჯი სოლუშენს, შპს დიო, შპს დაგი, შპს ემ ცე ბაუქიმია, შპს არქთრეიდი, შპს პრემიუმ ტრეიდინგი, შპს დიოგენე, სს ლელო, შპს სიესტა, შპს ჰანსა ფლექსი და სხვა.

Datum

3 Mai, 7 h - 5 Mai, 9 h

Ort

Tiflis Business Center

Apakidze St. #5

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X