Oktober, 2023
11Okt.(Okt. 11)11:0012(Okt. 12)17:00DWV-ტრენინგი: „თანამედროვე სამყაროს გამოწვევები“
Veranstaltungsdetails
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) გიწვევთ ერთობლივ ტრენინგზე: „თანამედროვე სამყაროს გამოწვევები“ სწრაფად ცვალებად გარემოში ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება ისეთი განვითარება, რაც
Veranstaltungsdetails
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) გიწვევთ ერთობლივ ტრენინგზე:
„თანამედროვე სამყაროს გამოწვევები“
სწრაფად ცვალებად გარემოში ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება ისეთი განვითარება, რაც მას ამ გარემოში სწრაფი და ეფექტიანი ადაპტაციის საშუალებას მისცემს.
ტრენინგის განმავლობაში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პრეზენტაცია და მისი ეფექტები; ურთიერთანამშრომლობის ეფექტიანი საშუალებები; უკუკავშირის ძალა და მნიშვნელობა; მოლაპარაკებისა და დარწმუნების ტექნიკები: კონფლიქტების მართვა; გუნდურობა და მართვა და სხვა.
ტრენინგი დატვირთული იქნება სახალისო აქტივობებით, მოხდება კონკრეტული გამოსვლების განხილვა/ანალიზი.
სასწავლო სემინარის მიზნები: შეხვედრების მიზანია, მსმენელებს, მათი აქტიური ჩართულობით, თვალსაჩინოდ დაანახოს სიტყვით გამოსვლის, არგუმენტირებული მსჯელობის და ეფექტიანი კომუნიკაციის საჭიროება; აღჭურვოს ისინი შესაბამისი ცოდნითა და გამოცდილებით, რასაც ისინი ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებულად გამოიყენებენ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრებზე ძირითადად მოხდება პრაქტიკული მაგალითების, კონკრეტული ქეისებისა და თვითპრეზენტაციების განხილვა.
სწავლების მეთოდოლოგია: შეხვედრებს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად, განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან.
სამიზნე აუდიტორია: ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
ტრენერი: თინათინ ცერცვაძე – ფსიქოლოგი, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ტრენერი.
ტრენინგის სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს წარედგინებათ პრეზენტაცია, სადაც გაეცნობიან ინფორმაციას მოსწავლეების დებატების სკოლის შესახებ. დაინტერესებული მონაწილეების ოჯახის წევრებზე (მოსწავლეები) კი გავრცელდება სპეციალური ფასდაკლება.
დებატების სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სამუშაო ენა: ქართული.
თარიღი და დრო: 11-12 ოქტომბერი, 2023; 11:00-17:00 სთ.
ადგილი: სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასი, 0103 თბილისი.
ტრენინგის საფასური: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის 400 ლარი, სხვა შემთხვევაში – 450 ლარი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.
ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ, 2023 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: medea.kvantaliani@dwv.ge.
Datum
11 Oktober, 11 h - 12 Oktober, 5 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin
Sheraton Grand Tbilisi Metechi PalaceTelavi Street N.20