fbpx

Juli, 2023

20Jul.(Jul. 20)10:0021(Jul. 21)18:00DWV-ტრენინგი: "მენტორინგი მენეჯმენტში"

Veranstaltungsdetails

2023 წლის 20-21 ივლისს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და J&G Counselors-ის ერთობლივი ორდღიანი ტრენინგი თემაზე: “მენტორინგი მენეჯმენტში”.

ტრენინგი იყო ინტერაქციული ხასიათის, გაჯერებული პრაქტიკული სავარჯიშოებით და ორიენტირებული კონკრეტული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შეძენასა და გამომუშავებაზე თეორიის, დემონსტრირების, პრაქტიკისა და რეფლექსიის შეჯერებით.

ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა ისეთი თემები, როგორებიცაა: მენტორინგის არსი; მენტორინგის მნიშვნელობა მენეჯმენტში; მენტორის კომპეტენციები; კომუნიკაციის ტექნიკა მონიტორინგში; პარტნიორული ურთიერთობისა და განვითარების გეგმის შედგენა; სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინება; სწავლების პრინციპები; უკუკავშირის მნიშვნელობა და შედეგების შეჯამება.

ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილეებმა განივითარეს მენტორის კომპეტენციები და უნარები; დაეუფლნენ ცოდნის და უნარების ეფექტიანად გადაცემის მეთოდებს როგორც გამოცდილი, ასევე ახალბედა კოლეგებისთვის. ეს ყველაფერი კი მათ საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ კოლეგებისა და დარგის განვითარებაში.

სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ხელმძღვანელები, მენეჯერები და ლიდერები, დარგის სპეციალისტები, რომლებსაც თანამშრომლებისთვის დაგროვებული ცოდნის გაზიარება და, შესაბამისად, მათი ეფექტურად განვითარება და ორგანიზაციაში ცონდნის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვის შექმნა სურთ. ადგილზე წარმოდგენილი იყვნენ DWV-ს წევრი და არაწევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის: მეიჯერელ საქართველოდან, თბს ბანკიდან, შპს შოუ ტექნიკის ცენტრიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ასოციაცია “ღვინო ბოლნისი”-დან.

ტრენინგს უძღვებოდნენ: სერგი ჯორბენაძე – J&G Counselors-ის მმართველი პარტნიორი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, ევროპის საბჭოს ექსპერტი; რუსუდან კვაჭანტირაძე – PPC ქოუჩი, მენტორი, ტრენერი, ევროპის საბჭოს ექსპერტი.

Datum

20 Juli, 10 h - 21 Juli, 6 h

Ort

სასტუმრო ბილტმორი

შოთა რუსთაველის გამზირი N.29

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

სასტუმრო ბილტმორიშოთა რუსთაველის გამზირი N.29

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X