März, 2023

02Mär.11:0018:00DWV-ტრენინგი: „მოგების გადასახადის პრაქტიკული კურსი“

Veranstaltungsdetails

2023 წლის 2 მარტს სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსში გაიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Grant Thornton-ის ერთობლივი ტრენინგი თემაზე: „მოგების გადასახადის პრაქტიკული კურსი“.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

  • მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური“ მოდელის დეტალური განხილვა;
  • მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრა;
  • სიტუაციური სახელმძღვანელოების და ქეისების გაცნობა;
  • მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სწორად შედგენა.

სამიზნე აუდიტორია: ბუღალტრები, აუდიტორები, ფინანსური მენეჯერები და, დაინტერესების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტები.

ტრენინგის პროგრამა:

  • მოგების გადასახადის გადამხდელის განსაზღვრა (ვის ეხება მოგების გადასახადის არსებული მოდელი და ვისთვის არ შეცვლილა დაბეგვრის ძველი რეჟიმი);
  • მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
  • საანგარიშო პერიოდი, დასაბეგრი თანხა და გადასახადის განაკვეთი;
  • განაწილებული მოგება;
  • გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
  • წარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა;
  • გადასახადისაგან გათავისუფლება;
  • მოგების გადასახადის ჩათვლა;
  • პრაქტიკული მაგალითები – ქეისები/ მანუალები;
  • პრაქტიკული ამოცანის განხილვა დეკლარაციის შევსებით.

მომხსენებლები: ნათია ჩაგანავა, Grant Thornton-ის საგადასახადო განყოფილების მენეჯერი; ქეთევან ღამბაშიძე, Grant Thornton-ის საგადასახადო განყოფილების ხელმძღვანელი.

ტრენინგს ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი და არაწევრი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის: კს ვიორვაგ ფარმა ჯი ემ ბი ეიჩ და კო.კგ-ს წარმომადგენლობა საქართველოში, შპს ნუტრიმაქსი, შპს მეიჯერელ საქართველო და სხვა.

Datum

2 März, 11 h - 2 März, 6 h

Ort

Pullman Tbilisi Axis Towers

37მ ჭავჭავაძის გამზირი,

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

X