Juli, 2022
21Jul.11:0018:00DWV-ტრენინგი: "მოტივები და მოტივაციები ჯანსაღი კორპორაციული კულტურისათვის"
Veranstaltungsdetails
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და EVA გიწვევთ ერთობლივ ტრენინგზე: "მოტივები და მოტივაციები ჯანსაღი კორპორაციული კულტურისათვის" თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევა. ხშირად, ქმედება, ხედვა, მისწრაფებები და
Veranstaltungsdetails
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და EVA გიწვევთ ერთობლივ ტრენინგზე:
“მოტივები და მოტივაციები ჯანსაღი კორპორაციული კულტურისათვის”
თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევა. ხშირად, ქმედება, ხედვა, მისწრაფებები და სურვილები განსხვავებულია, თუმცა, ეს არა ხელისშემშლელი, არამედ ერთმანეთის შემავსებელი ფაქტორებია, რადგან ადამიანები ერთმანეთს სწორედ თავიანთი შესაძლებლობებით უნდა აძლიერებდნენ.
ID37 პიროვნული მოტივაციების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, თუ რომელი მოტივები დგას ჩვენი თითოეული ქმედებისა და გადაწყვეტილების, ასევე, შფოთვისა და თავშეკავების უკან. ანალიზის მეშვეობით, შეგვიძლია დავადგინოთ, თუ როგორ ვმართოთ საკუთარი თავი და გუნდი ეფექტურად და როგორ შევქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული, ჯანსაღი გარემო.
ტრენინგის მიზანია, კომპანიის HR პროფესიონალებს დაანახოს, თუ რა როლს თამაშობენ მოტივები, მოტივაციები და მათი სწორი მართვა ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ფორმირების პროცესში.
სამიზნე აუდიტორია: HR ხელმძღვანელები, HR პერსონალი.
მეთოდოლოგია: EVA-ს და მენტალ ჰაბის ერთობლივ პროექტ AURA-ს ფარგლებში, HR პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეავსონ ID37 ტესტი (ინგლისურ, გერმანულ, რუსულ ენაზე).
ტრენინგზე, ID37 ექსპერტის მეშვეობით, გუნდს ID37 შედეგები წარედგინება და, არსებულ მაგალითზე დაყრდნობით, განიხილება ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ფორმირებისათვის საჭირო აქტივობების, მართვის მანერისა და კომუნიკაციის მექანიზმები.
ტრენინგი განხორციელდება არაფორმალურ გარემოში, გუნდური თამაშობებისა და სავარჯიშოების გამოყენებით.
ტრენინგის დასრულებისას, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ტესტის შედეგები და რეპორტი (ელექტრონულად) და გააქტიურდება მისი ელექტრონული ID37 პროფილი.
მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა მიეცემათ, შედეგების განხილვისა და განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ინდივიდუალურად დაჯავშნონ გასაუბრება ID37 ექსპერტთან.
ტრენინგს გაუძღვება: სალომე არღვლიანი, EVA-ს დამფუძნებელი, ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი ორგანიზაციული პროცესებისა და ცოდნის მართვის განხრით, 13 წლიანი პროფესიული გამოცდილებით ისეთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიებში, როგორებიცაა: Vodafone Deutschland GmbH (გერმანია), TÜV Rheinland AG (გერმანია), Comparex Deutschalnd AG (გერმანია), Bell Flavour and Fragrances (გერმანია), BDO (საქართველო), C-Team (საქართველო), GIZ (საქართველო).
სამუშაო ენა: ქართული.
ტრენინგის საფასური: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის – 350 ლარი, სხვა შემთხვევაში 400 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
ID37 მასტერთან ნებაყოფლობითი ინდივიდუალური გასაუბრება – DWV-ს წევრებისათვის 200 ლარი, სხვა შემთხვევაში – 250 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ, 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: medea.kvantaliani@dwv.ge.
Datum
21 Juli, 11 h - 21 Juli, 6 h
Ort
Radius Hotel Tbilisi
2/4, Shota Rustaveli Ave.
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin
Radius Hotel Tbilisi2/4, Shota Rustaveli Ave.