September, 2022
27Sep.10:0014:00DWV-ტრენინგი: „რეკრუტინგის ხარისხის გაზომვა“







Veranstaltungsdetails
2022 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და EVA-ს ერთობლივი ტრენინგი თემაზე „რეკრუტინგის ხარისხის გაზომვა“. ორგანიზაციის წარმატება მასში დასაქმებული
Veranstaltungsdetails
2022 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და EVA-ს ერთობლივი ტრენინგი თემაზე „რეკრუტინგის ხარისხის გაზომვა“.
ორგანიზაციის წარმატება მასში დასაქმებული მოტივირებული, კმაყოფილი და პროფესიონალი ადამიანებით განისაზღვრება. ამ საუკეთესო თანამშრომლის იდენტიფიცირება, დაქირავება, განვითარება და მდგრადი შენარჩუნება ორგანიზაციაში HR მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი და გამოწვევაა. დამსაქმებელს ყოველთვის აინტერესებს, გაამართლა თუ არა მისმა გადაწყვეტილებამ, აიყვანა თუ არა საუკეთესო თანამშრომელი.
როგორ ვზომავთ რეკრუტინგის ხარისხს? რითი ვადასტურებთ გადაწყვეტილების სისწორეს? რა შედეგებზე დაყრდნობით ვაუმჯობესებთ რეკრუტინგის პროცესს?
ამ და სხვა კითხვებს ტრენინგის განმავლობაში ISO სტანდარტების საშუალებით გავეცით პასუხი, რომლებიც სამუშაო ძალის სწორად დაგეგმვის, ეფექტური და ეფექტიანი რეკრუტინგის პროცესის დანერგვის, რეკრუტინგის სწორი ხარჯთაღრიცხვისა და მისი ხარისხის გაზომვის დროს გამოიყენება.
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ რეკრუტინგის სამ ძირითად ISO სტანდარტს, რომლებიც რეკრუტინგის დაგეგმვის, განხორციელების და მისი შედეგების გაზომვის მიზნით გამოიყენება:
• ISO 30405 – რეკრუტინგის სახელმძღვანელო
• ISO 30407 – რეკრუტინგის ბიუჯეტირება
• ISO 30414 – HR რეპორტინგი (თავი 4.7.9).
ტრენინგს გაუძღვა: სალომე არღვლიანი, EVA-ს დამფუძნებელი.
Datum
27 September, 10 h - 27 September, 2 h
Ort
Golden Tulip Design Tbilisi Hotel
37 Ketevan Tsamebuli Avenue
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin