November, 2023
07Nov.14:0018:00DWV-ტრენინგი: "რისკების კომუნიკაცია"
Veranstaltungsdetails
2023 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრა"-ს ერთობლივი ტრენინგი თემაზე: "რისკების კომუნიკაცია". თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში, ინფორმაციის წყაროების რაოდენობრივი და
Veranstaltungsdetails
2023 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრა”-ს ერთობლივი ტრენინგი თემაზე: “რისკების კომუნიკაცია”.
თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში, ინფორმაციის წყაროების რაოდენობრივი და თვისებრივი ზრდის ფონზე, იზრდება საკომუნიკაციო რისკები ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისა თუ კომპანიისთვის. საკომუნიკაციო კრიზისის წარმოშობა შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული და საბოლოოდ საინფორმაციო სივრცეში შექმნილმა პრობლემამ არა მხოლოდ რეპუტაციული, არამედ უფრო მასშტაბური პრობლემები შეუქმნას კომპანიას როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ საჭიროა რისკების კომუნიკაციის და კრიზისების პრევენციის მექანიზმების შექმნა და გამოყენება ბიზნესის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის.
ტრენინგის მიზანი იყო საკომუნიკაციო რისკების იდენტიფიკაციისა და მართვის ტექნოლოგიების სწავლება, კომპანიების რეპუტაციული და ოპერაციული ზიანის თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავებისთვის.
ტრენინგს გაუძღვა: კახა მაღრაძე, “ჯეპრას” პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი.
კახა მაღრაძე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროებში საკონსულტაციო პროექტების მართვასა და ზედამხედველობაზე კომპანიაში. ის მონაწილეობს კლიენტებთან და დონორებთან ურთიერთობის, ასევე, კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და CSR საქმიანობის მართვის პროცესებში.
კახა მაღრაძეს აქვს 20 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკომუნიკაციო კამპანიების, კრიზისული კომუნიკაციის, შიდა კომუნიკაციის, ბრენდინგის, საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის.
კახა მაღრაძე, როგორც ასოცირებული პროფესორი და ლექტორი, ასწავლის სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”. კახას ჩატარებული აქვს 200-მდე ტრენინგი პიარის, მარკეტინგისა და კრიზისული კომუნიკაციების, CSR და ა.შ. კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: შპს მეიჯერელ საქართველო, შპს იქსდატა, შპს ავერსი-ფარმა და სხვა.
Datum
7 November, 2 h - 7 November, 6 h
Ort
Pullman Tbilisi Axis Towers
37მ ჭავჭავაძის გამზირი,
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin