Januar, 2023
31Jan.01Feb.DWV-ტრენინგი: "როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები"

Veranstaltungsdetails
2023 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და შვეიცარიულ ფონდ BPN Georgia-ს ერთობლივი ვებინარი თემაზე: "როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები". მიზნები:
Veranstaltungsdetails
2023 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და შვეიცარიულ ფონდ BPN Georgia-ს ერთობლივი ვებინარი თემაზე: “როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები”.
მიზნები:
ეძებთ ინვესტორს და არ იცით, სად და როგორ მოიზიდოთ ის, ან როგორ ააგოთ მასთან ნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობა?
როცა იცით, რას აქცევს ყურადღებას ინვესტორი, კომპანიის სტრატეგიის ჩამოყალიბებისას და ფინანსური საკითხების განხილვისას ითვალისწინებთ მის მოლოდინებს და მოთხოვნილებებს.
ინვესტორთან ერთად ბიზნესის მართვა ნიშნავს, გაუყოთ მას ბიზნესის წილი და, ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც. ამიტომ დაფიქრდით, რამდენად ღირს კაპიტალის მოძიების წყაროდ ინვესტორის განხილვა.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ინვესტორმა და კომპანიის მმართველმა ქრისტოფ ნიფელერმა. ის ხშირად გვევლინება როგორც ინვესტორის, ისე ინვესტიციების მაძიებლის როლში.
რეფერენტი – ქრისტოფ ნიფელერი:
• კომპანია «Swiss Malting Ltd.» – ის დამფუძნებელი
• კომპანია «Nobile Ltd. – Artisti del Cioccolato» – ის მეწილე. საერთაშორისო რანგის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია
• კომპანია «Project X Ltd.» – ის თანადამფუძნებელი. სიგარების კოლოფების საწარმო
• წარსულში: შვეიცარიული ვისკის საწარმოს თანამეწილე და «Whisky World» – ის თანამფლობელი სინგაპურში.
შინაარსი:
ორი შეხვედრა დაეთმო კომპანია «Swiss Malting Ltd.» – ის მაგალითის განხილვას, რომელიც ალაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კონცერნია შვეიცარიაში (www.schweizer-maelzerei.ch). მაგალითებზე დაყრდნობით, მომხსენებელმა მონაწილეებს მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ინვესტორის ინტერესებზე მორგებული ფინანსური მოდელი (Financial Business Model), საინვესტიციო შემოსავლების მაჩვენებლები და ფინანსური ანგარიშგება.
ფორმა: თეორიული ნაწილი, შვეიცარიული პრაქტიკული მაგალითები, კითხვა-პასუხის რეჟიმი.
Datum
31 Januar, 7 h - 1 Februar, 9 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin