fbpx

Oktober, 2023

17Okt.(Okt. 17)10:0018(Okt. 18)15:00DWV-ტრენინგი: „სახელმწიფო შესყიდვები“

Veranstaltungsdetails

2023 წლის 17-18 ოქტომბერს, სასტუმროში “პულმან თბილისი აქსის თაუერსი” ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BDO Academy-ს ერთობლივი ორ დღიან ტრენინგი თემაზე: სახელმწიფო შესყიდვები”.

სახელმწიფო შესყიდვა, იგივე საჯარო შესყიდვა, არის პროცესი, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების მიერ საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას სპეციალური პროცედურების გამოყენებით.

სასწავლო სემინარის მიზანი იყო, რომ ტრენინგის მონაწილეებს შეისწავლათ სახელმწიფო შესყიდვების პრინციპები, ტენდერების სახეები, პროცედურები, დავების განხილვის სპეციფიკა და გაეღრმავებინათ ცოდნა სახელმწიფო შესყიდვებში.

სწავლების მეთოდოლოგია: თეორიულ მასალასთან ერთად, განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ.

ტრენერი: გელა ივანიძე, BDO Legal-ის უფროსი იურისტი, შპს ბიდიო ლეგალში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრი.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: შპს ჯორჯიან ექსპრესი, შპს ჰიდროდიაგნოსტიკა, შპს უნიმედი, შპს 4 ჰოსპიტალს, სსიპ აწარმოე საქართველოში, შპს ორიენტ ლოჯიკი, შპს ჰაი-ტექ სოლუშენსი.

Datum

17 Oktober, 10 h - 18 Oktober, 3 h

Ort

Pullman Tbilisi Axis Towers

37მ ჭავჭავაძის გამზირი,

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X