fbpx

Januar, 2020

28Jan.09:3016:30DWV-ტრენინგი: სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა - ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები

food_safety_2_training

Veranstaltungsdetails

28 იანვარს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და STAR Consulting-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა – ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.

ტრენინგს უძღვებოდა STAR Consulting-ის ხელმძღვანელი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სურსათის უვნებლობის ექსპერტი – ქალბატონი ეკატერინე ბურკაძე, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, სურსათის საწარმოების შეფასების, სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავების და დანერგვის, პერსონალის შესაბამისი გადამზადების საკითხებში.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა სურსათის უვნებლობის, მომხმარებლის დაცულობის და მწარმოებელის მიერ სანდო კომპანიის სტატუსის დაიმკვიდრების საკითხი. ასევე სურსათის მწარმოებელი კომპანიები და დაინტერესებული პირები გაეცნენ, თუ როგორ შეიმუშაონ, დანერგონ საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკები  და დააკმაყოფილონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის ჰიპერმარკეტების ქსელი სმარტი, ლიტერა, ზედაზენი, შატო მუხრანი, აგროკონსორციუმი წეროვანი, არბო 2009, აჭარა ჯგუფი, ბ.ბ. კომპანი, დილის პროდუქტები, ნუტრიმაქსი, რრ-ვესტჯეორჯია, სილქ უოთერ გრუპი, წისქვილი ჯგუფი, ჰ. შადრევანი სავაჭრო კომპანია

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მაკონტროლებლის მიერ, წელიწადში ერთხელ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ტრენინგის გავლის თაობაზე პირობის დასაკმაყოფილებლად.

Datum

28 Januar, 9 h - 28 Januar, 4 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X