fbpx

November, 2019

13Nov.10:0017:00DWV-ტრენინგი: შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში

scsa_training

Veranstaltungsdetails

13 ნოემბერს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში“.

ტრენინგს უძღვებოდნენ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი და SCSA-ს პროექტების მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, ბატონი გიორგი იაშვილი.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს გაეცნოთ პრაქტიკული კიბერ უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები, გააანალიზებულიყო არსებული საფრთხეები და თავდასხმები კიბერ სამყაროში, მსმენელებსს შეესწავლათ მომხმარებლის უსაფრთხოების საკვანძო საკითხები და დაენახათ კიბერ უსაფრთხოების აქტუალურობა რეალური მაგალითების საფუძველზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: მწვანე ალტერნატივა, ეფ1 აკადემია, ტიფლის პალასი, ავერსი-ფარმა, კნაუფ გიპს თბილისი, ეგზოტური, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის, 1 სოფტი და სხვები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცა სერთიფიკატები.

Datum

13 November, 10 h - 13 November, 5 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X