Oktober, 2022
25Okt.10:0012:30DWV-ტრენინგი: "2022 წელს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული სიახლეები"
Veranstaltungsdetails
2022 წლის 25 ოქტომბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) და მისი წევრის, Nexia TA-ს ორგანიზებით ჩატარდა ერთობლივი ტრენინგი თემაზე "2022 წელს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული სიახლეები".
Veranstaltungsdetails
2022 წლის 25 ოქტომბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) და მისი წევრის, Nexia TA-ს ორგანიზებით ჩატარდა ერთობლივი ტრენინგი თემაზე “2022 წელს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული სიახლეები”.
ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეებს მიეღოთ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება 2022 წელს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული სიახლეების შესახებ.
სამიზნე აუდიტორია: ფინანსისტები, ბუღალტრები, ფინანსურ სფეროში დასაქმებული ადამიანები, ხელმძღვანელი პირები.
ტრენინგს გაუძღვნენ: საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA-ს საგადასახადო მიმართულების მმართველი პარტნიორი, ბატონი გელა მღებრიშვილი, და Nexia TA-ს საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი დავით მამრიკიშვილი.
ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: შპს ნუტრიმაქსი, შპს ნობლექსი, გამომცემლობა დიოგენე, შპს ოლ-პი ჯგუფი, შპს ელემენტ კონსტრაქშენი, შპს კავკასიის სავაჭრო საზოგადოება, შპს მეიჯერელ საქართველო, შპს კაუკაზუს რაიზენი და სხვები.
Datum
25 Oktober, 10 h - 25 Oktober, 12 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin
The Biltmore Hotel TbilisiRustaveli Ave. 29