fbpx

Juli, 2019

30Jul.11:0018:00DWV-ტრენინგი: HR აუდიტის განხორციელება ორგანიზაციაში

DWV-Training-Durchführung der HR-Prüfung in der Organisation

Veranstaltungsdetails

30 ივლისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და მისი წევრი კომპანია – C-team-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „HR აუდიტის განხორციელება ორგანიზაციაში“.

ტრენინგს უძღვებოდა C-Team-ის თანადამფუძნებელი – ქალბატონი სალომე არღვლიანი, რომელმაც მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ლაიფციგის უნივერსიტეტში, ორგანიზაციული პროცესებისა და ცოდნის მართვის განხრით მიიღო, ხოლო საქართველოში კი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. სალომეს აქვს 11 წელზე მეტი პროფესიული მუშაობის გამოცდილება, საქართველოსა და გერმანიაში.

ტრენინგზე განხილული იქნა HR აუდიტის როლი ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვის პროცესში. მონაწილეები გაეცვნენ HR აუდიტის განხორციელების მიზნობრიობას, მეთოდოლოგიასა და ინსტრუმენტებს, ასევე მონაწილეობა მიიღებეს სიმულაციურ თამაშებში HR აუდიტის შედეგების ანალიზისა და გაუმჯობესების დაგეგმვის მიზნით.

ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: ავერსი ფარმა, ბიოტეკსი, დაგი, დიო, ფინკა ბანკი, გროს ენერჯი ჯგუფი, კნაუფი, მაიტალენტი, ნატახტარი, ნიკორა, ღია საზოგადოების ფონდი, სილქ როუდ ენერჯი და სხვები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცა სერთიფიკატები.

Datum

30 Juli, 11 h - 30 Juli, 6 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X