fbpx

September, 2023

26Sep.(Sep. 26)19:0029(Sep. 29)22:00DWV-ტრენინგი: “HR - თანამშრომელთა მართვა და მოტივირება”

Veranstaltungsdetails

2023 წლის 26-29 სექტემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე: “HR – თანამშრომელთა მართვა და მოტივირება”.

სემინარის ფარგლებში, განვიხილეთ თანამშრომელთა ეფექტიანი მართვის მნიშვნელობა და მისი ფორმები. მონაწილეებმა შეავსეს ონლაინ კითხვარი, რომლის დახმარებითაც შეადგინეს საკუთარი პიროვნული პროფილი და, ასევე, ისწავლეს, თუ როგორ გადაანაწილონ დავალებები გუნდში ოპტიმალურად პიროვნების სხვადასხვა ტიპის გათვალისწინებით. მათ გააცნობიერეს თანამშრომლების როლი და მათი სწორად მართვის მნიშვნელობა, ისწავლეს თანამშრომლების პოტენციალის ამოცნობა და ხელშეწყობა, ასევე, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა თანამშრომლებისა და კომპანიის წინაშე.

სემინარის მომდევნო ნაწილებში შევეხეთ თანამშრომელთა მოტივირების ძირითად ასპექტებს, განვიხილეთ წამყვანი ევროპული კომპანიების, Hilti AG და Trisa AG-ს, მაგალითები. განვიხილეთ, ასევე, თანამშრომლების შერჩევის მეთოდები და შემდგომში მათი შეფასებისა და კვალიფიკაციის ამაღლების არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტები.

Datum

26 September, 7 h - 29 September, 10 h

Ort

BPN Georgia

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X