fbpx

Mai, 2023

11Mai11:0016:00DWV-ტრენინგი: "KPI- ციფრებით მართვადი წარმატება! როგორ ვაქციოთ ორგანიზაციის მიზნები თანამშრომლების პირად მიზნებად?"

Veranstaltungsdetails

2023 წლის 11 მაისს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), C-team Management Consulting-თან ერთად, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: “KPI- ციფრებით მართვადი წარმატება! როგორ ვაქციოთ ორგანიზაციის მიზნები თანამშრომლების პირად მიზნებად?”

როდის არის თანამშრომლის მართვა ეფექტიანი? მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში ეფექტიანი მართვის სისტემებია დანერგილი. გამართულ ორგანიზაციულ სტრუქტურაში კარგი მენეჯერის მთავარ მიზანს არა თითოეული თანამშრომლის “მართვა”, არამედ ეფექტიანი, კომპანიაზე მორგებული მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარება და დანერგვა წარმოადგენს.

ამდაგვარი, პრაქტიკაში უკვე მრავალჯერ ნაცადი, მართვის და კონტროლის ინსტრუმენტია დაბალანსებული ინდიკატორების სისტემა (Balanced Scorecared). იგი საშუალებას იძლევა, ასობით თანამშრომლის საქმიანობა გახდეს გაზომვადი და ორგანიზაციის მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული.

სწორად განვითარებული და დანერგილი დაბალანსებული ინდიკატორების სისტემა, მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, ერთის მხრივ, უზრუნველყოს თანამშრომლების შრომის მაღალი შედეგიანობა, მეორეს მხრივ კი, შეინარჩუნოს თანამშრომლების თავისუფლების მაღალი დონე. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ ისევ თანამშრომლების ეფექტიანობაზე დადებითად მოქმედებს და ზრდის მათ მოტივაციას.

სამიზნე აუდიტორია: განსახილველი საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ხელმძღვანელებისათვის (CEO/General Director), ორგანიზაციისა და სტრატეგიის განვითარების მენეჯერებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელებისა და, ზოგადად, დეპარტამენტების/განყოფილების ხელმძღვანელებისათვის.

ტრენინგს გაუძღვნენ: დავით ქარდავა, C-team management consulting-ის ხელმძღვანელი. დავითმა უმაღლესი განათლება მიიღო გერმანიაში, კონტროლინგისა და ფინანსური მენეჯმენტის განხრით. მას მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს გერმანიის ისეთ საკონსულტაციო კომპანიებში, როგორებიცაა: PwC, Rödl&Partner, con|energy Unternehmensberatung, c.con Management Beratung.

დავითი არის, აგრეთვე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და კითხულობს ლექციებს მაგისტრანტებისთვის სტრატეგიულ მართვასა და ფინანსურ მენეჯმენტში;

მარიამ ცნობილაძე, C-Team-ის პროექტის მენეჯერი. მარიამმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

მარიამს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მუშაობის 3 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ის, აგრეთვე, მუშაობს სხვადასხვა სტარტაპ პროექტის განხორციელებაზე. მარიამს აქვს პროექტის მართვის გამოცდილება ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: „VEON GEORGIA”, “IG DEVELOPMENT”, „ახალი ქსელები“ და სხვა.

Datum

11 Mai, 11 h - 11 Mai, 4 h

Ort

Golden Tulip Design Tbilisi Hotel

37 Ketevan Tsamebuli Avenue

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X