fbpx

September, 2022

29Sep.11:0016:00DWV-ტრენინგი: "KPI- ციფრებით მართვადი წარმატება! როგორ ვაქციოთ ორგანიზაციის მიზნები თანამშრომლების პირად მიზნებად?"

Veranstaltungsdetails

2022 წლის 29 სექტემბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და C-team management consulting-ის თანამშრომლობით, სასტუმრო ბილტმორში ჩატარდა ტრენინგი თემაზე:

“KPI – ციფრებით მართვადი წარმატება! როგორ ვაქციოთ ორგანიზაციის მიზნები თანამშრომლების პირად მიზნებად?”

თანამშრომლის მართვა მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ორგანიზაციაში ეფექტიანი მართვის სისტემებია დანერგილი. გამართულ ორგანიზაციულ სტრუქტურაში კარგი მენეჯერის მთავარ მიზანს არა თითოეული თანამშრომლის “მართვა”, არამედ ეფექტიანი, კომპანიაზე მორგებული მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარება და დანერგვა წარმოადგენს.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთათვის სწორედ მართვისა და კონტროლის ინსტრუმენტის, დაბალანსებული ინდიკატორების სისტემის (Balanced Scorecared) გაცნობა, რომლის საშუალებითაც ასობით თანამშრომლის საქმიანობა ხდება გაზომვადი და ორგანიზაციის მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული. ეს სისტემა მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, ერთის მხრივ, უზრუნველყოს თანამშრომლების შრომის მაღალი შედეგიანობა, მეორეს მხრივ კი, შეინარჩუნოს თანამშრომლების თავისუფლების მაღალი დონე. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ისევ თანამშრომლების ეფექტიანობაზე მოქმედებს დადებითად და მათ მოტივაციას ზრდის.

ტრენინგს გაუძღვა: დავით ქარდავა, C-team management consulting-ის ხელმძღვანელი.

ტრენინგს ესწრებოდა 40-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი და არაწევრი კომპანიის წარმომადგენლები: შპს ეიბიემ, შპს ფაუდერპროჯექტ.ჯი, შპს ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრი, შპს ტიფლის ტექსტილი, სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, შპს კავკასპაკ, შპს თბილისი მედიკ, GMT Mtatsminda, შპს არომაპროდუქტი, შპს სოლვითი, შპს აგროკომბი, შპს ავერსი-ფარმა, საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება, მისო კრისტალი, შპს ქარვა, სს თბს ბანკი, შპს F1 და სხვა.

Datum

29 September, 11 h - 29 September, 4 h

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X