Januar, 2024
31Jan.10:0012:00DWV-Expert Talk: ,,მონაცემთა დამუშავება ახალი კანონის მიხედვით“
Veranstaltungsdetails
ა.წ. 31 იანვარს სასტუმრო ბილტმორში გაიმართა DWV-ს ღონისძიება Expert Talk თემაზე: „მონაცემთა დამუშავება ახალი კანონის მიხედვით“. ღონისძიებას უძღვებოდა უშანგი (უჩა) ბახტაძე, სამართლის დოქტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მაგისტრი, კრიმინოლოგთა ბრიტანული ასოციაციის
Veranstaltungsdetails
ა.წ. 31 იანვარს სასტუმრო ბილტმორში გაიმართა DWV-ს ღონისძიება Expert Talk თემაზე: „მონაცემთა დამუშავება ახალი კანონის მიხედვით“.
ღონისძიებას უძღვებოდა უშანგი (უჩა) ბახტაძე, სამართლის დოქტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მაგისტრი, კრიმინოლოგთა ბრიტანული ასოციაციის წევრი და ადვოკატი, რომელიც გახლავთ, ასევე, JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი და კომპანიის საერთაშორისო სასამართლოებთან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
ღონისძიებაზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები: პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მონაცემთა დაცვა და მედია და მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.
ღონისძიებას ეწრებოდნენ როგორც ჩვენი წევრი და არაწევრი ორგანიზაციები, ისე ფიზიკური პირები. ღონისძიების ბოლოს მომხსენებელსა და სტუმრებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. აუდიტორიის მხრიდან ბევრი საინტერესო და პრობლემატური კითხვა დაისვა, მათ შორის, შეკითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, მათი დაცვის ვადებზე, ვიდეო მონიტორინგზე და სხვა.
ღონისძიების ბოლოს სტუმრებს ყავის მენიუზე ვუმასპინძლეთ, რა დროსაც მათ კვლავ ჰქონდათ იდეების გაცვლის და ურთიერთობების დამყარების საშუალება.
Datum
31 Januar, 10 h - 31 Januar, 12 h
Ansprechpartner
მედეა კვანტალიანიპროექტის მენეჯერი
The Biltmore Hotel TbilisiRustaveli Ave. 29