fbpx

Juni, 2021

09Jun.14:0015:30DWV-Expert Talk: მონაცემთა დაცვა კერძო სექტორში

Man sitting in front of a computer

Veranstaltungsdetails

2021 წლის 9 ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან და JG Counselors-თან თანამშრომლობით გაიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთაინების (DWV) მორიგი Expert Talk ონლაინ ფორმატში თემაზე „მონაცემთა დაცვა კერძო სექტორში“.

ღონისძიება გახსნა გერმანიის ეკონომიკური გაერთაინების (DWV) აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა თომას კიმმესვენგერმა. ის მიესალმა მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა სახელმწიფო ინსპეტორს, ქალბატონ ლონდა თოლორაიას თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა თემის აქტუალურობას.

შეხევდრას მოდერაციას უწევდა JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი, ბატონი სერგი ჯორბენაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოხსენების შემდეგ მოსალოდნელი იყო ხანგრძლივი დისკუსია.

ქალბატონმა ლონდა თოლორაიამ მოხსენება გააკეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და გამოყო ის საკითხები, რომლებიც კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მან მიმოიხილა ისეთი თემები, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ონლაინ/დისტანციური მომსახურების გაწევისას მონაცემთა დამუშავება, შრომითი ურთიერთობებისას მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა უსაფრთხოებასთან და მომხმარებლების მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა საინტერესო დისკუსია, რა დროსაც მონაწილეებმა დასვეს კითხვები და წამოჭრეს  არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვისაც საკვანძო აღმოჩნდა.

Datum

9 Juni, 2 h - 9 Juni, 3 h

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X