fbpx

September, 2022

15Sep.16:0018:00DWV-EXPERT TALK: „პერსონალურ მონაცემთა დაცვა ბიზნესში“

Veranstaltungsdetails

2022 წლის 15 სექტემბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და მისი წევრის, JG Counserlors-ის, ორგანიზებით, სასტუმრო შერატონში გაიმართა ღონისძიება Expert Talk მერი კაპანაძესთან თემაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვა ბიზნესში“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სრულად დააფინანსა DWV-ს წევრმა კომპანიამ, ტიფლის ტექსტილმა.

ღონისძიებას გაუძღვა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი, თომას კიმმესვენგერი.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე, სერგი ჯორბენაძემ, JG Counserlors-ის ადვოკატმა და მმართველმა პარტნიორმა.

მერი კაპანაძე შეეხო შემდეგ საკითხებს:

  • პერსონალურ მონაცემთა არსი ბიზნესში;
  • მონაცემთა სუბიექტი;
  • მონაცემთა დამმუშავებელი პირი და მისი უფლება-მოვალეობები;
  • ძირითადი პრაქტიკული გამოწვევები საქართველოში;
  • საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზები;
  • GDPR-ის (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია) გათვალისწინება ქართულ რეალობაში.

მოხსენების შემდეგ მომხსენებელსა და მონაწილეებს შორის გაიმართა კითხვა-პასუხი და ძალიან საინტერესო დისკუსია.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს ყავის მენიუზე ვუმასპინძლეთ, რა დროსაც მათ იდეების გაცვლის და ურთიერთობების დამყარების საშუალება ჰქონდათ.

ღონისძიებას 50-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები: Aversi-Pharma LLC, Majorel, Bank of Georgia, TBC Bank, Georgia Insight, RMG, Grant Thornton, Ardi Insurance, Biltmore Hotel, Pullman Tbilisi Axis Towers და სხვა.

Datum

15 September, 4 h - 15 September, 6 h

Ort

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასითელავის ქ. 20

X