Oktober, 2024
Veranstaltungsdetails
2024 წლის 2-3 ოქტომბერს გაიმართა გერმანული ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი სემინარი თემაზე: როგორ ვიპოვოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში და გავხდეთ გამორჩეული ინტერაქტიული სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს კონკურენტული უპირატესობების
Veranstaltungsdetails
2024 წლის 2-3 ოქტომბერს გაიმართა გერმანული ეკონომიკური გაერთიანებისა
(DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი სემინარი თემაზე: როგორ ვიპოვოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში და გავხდეთ გამორჩეული
ინტერაქტიული სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს კონკურენტული უპირატესობების იდენტიფიცირებისა და სტრატეგიული პოზიციონირების შესახებ. გამოცდილმა შვეიცარიელმა ტრენერმა დანიელ მატერმა მონაწილეებს გაუზიარა მეთოდები, რომლებსაც წარმატებული კომპანიები იყენებენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ ტექნიკებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა მოლოდინის დაკმაყოფილებას, ინოვაციური შეთავაზებების შექმნასა და კონკურენტულ გარემოში საკუთარი უპირატესობების გამოყენებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეემუშავებინათ ინდივიდუალური, საკუთარ კომპანიებზე მორგებული სტრატეგიებიც.
სემინარის მთავარი თემა იყო კონკურენტების ანალიზისა და გამორჩეული ბრენდის შექმნის საკითხები, რაც შვეიცარიის, საქართველოსა და მსოფლიოს მაგალითებით იყო გამყარებული.
მადლობას ვუხდით ტრენერსა და ყველა მონაწილეს, სემინარში აქტიური
ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის.
Datum
2 Oktober, 12 h - 2 Oktober, 11 h
Ort
BPN Georgia
Ansprechpartner
Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge