April, 2026

29Apr.11:0013:00Expert Talk: დოკუმენტებიდან გადაწყვეტილებებამდე: როგორ აუმჯობესებს კონტრაქტების მართვა ეფექტურობას, ამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს GDPR-თან შესაბამისობას

Veranstaltungsdetails

ძვირფასო წევრებო,

29 აპრილს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) SmartCLM-სთან ერთად გიწვევთ ერთობლივ ღონისძიებაზე:

დოკუმენტებიდან გადაწყვეტილებებამდე: როგორ აუმჯობესებს კონტრაქტების მართვა ეფექტურობას, ამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს GDPR-თან შესაბამისობას

თანამედროვე ბიზნესგარემოში კონტრაქტების მართვა სულ უფრო კომპლექსური და კრიტიკული პროცესი ხდება. კომპანიები ყოველდღიურად მუშაობენ მრავალრიცხოვან

ხელშეკრულებებთან, რაც ზრდის ოპერაციული რისკების, არაეფექტური პროცესებისა და მონაცემთა არასწორი მართვის ალბათობას. ამასთან, GDPR-ის რეგულაციების გამკაცრება კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას სტრუქტურირებულ, გამჭვირვალე და უსაფრთხო დოკუმენტების მართვის სისტემებზე.

სესია მოიცავს დოკუმენტების მართვის ყველაზე აქტუალური გამოწვევების მიმოხილვას და აჩვენებს, როგორ შეუძლია კომპანიებს გაუმჯობესონ შიდა პროცესები, შეამცირონ ოპერაციული რისკები და გაზარდონ გამჭვირვალობა GDPR-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სესიის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პრაქტიკული მაგალითები რეალური ბიზნეს-საქმიანობებიდან.

მთავარი აქცენტები გაკეთდება შემდეგ საკითხებზე:

  • კონტრაქტების სტრუქტურირებული მართვის მნიშვნელობა – როგორ აუმჯობესებს პროცესებს SmartCLM-ი და ზრდის ბიზნესების ეფექტურობას
  • GDPR-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა – როგორ უზრუნველყოფს პლატფორმა მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობას
  • პრაქტიკული მაგალითები – SmartCLM.ai პლატფორმის დეტალური განხილვა, მისი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები.
  • კითხვა-პასუხის სესია – მონაწილეთა აქტიური ჩართულობა და ექსპერტებთან დიალოგი

სპიკერები:

ქეთევან აღოშაშვილი – SmartCLM.ai-ის დამფუძნებელი, სპეციალიზირებულია ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და რისკების კონტროლის მექანიზმების დანერგვაში. ის იკავებს მმართველი პარტნიორის პოზიციას იურიდიულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში -IBCCS TAX Georgia. მის მიერ დანერგილი მართვის სისტემების შედეგად კომპანიებმა მიაღწიეს ეფექტიანობის ზრდას 15–17%-ით. SmartCLM.ai-ის შექმნა ეფუძნება ქეთევანის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ბიზნესის მართვის, პროცესების ოპტიმიზაციისა და რისკების კონტროლის მიმართულებით.

გიორგი კაკუბავა – ადვოკატი და მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება კომპანიებში GDPR შესაბამისობის დანერგვასა და სამართლებრივი რისკების შემცირებაში. მისი ჩართულობით განხორციელებულ პროექტებში კომპანიებმა შეძლეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკების, შიდა რეგულაციებისა და კონტროლის მექანიზმების სრულად დანერგვა, რითაც უზურნველყო 50+ კომპანიის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს ვუმასპინძლებთ ლანჩზე, რა დროსაც მათ ნეთვორქინგის საშუალება ექნებათ.

ღონისძიება ჩატარდება ქართულ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება გერმანულენოვანი სინქრონული თარგმანით.

DWV-ს წევრებისთვის მონაწილეობა თავისუფალია.

დრო & თარიღი: 29.04.2026 & 11:00-13:00 სთ.

ხანგრძლივობა: 2 საათი

ადგილი: Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace, თბილისი 0103, თელავის ქუჩა №20.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 27 აპრილის ჩათვლით დაუკავშირდეთ ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოლტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge

 

ღონისძიების სპონსორია შპს SmartCLM

Datum

29 April, 11 h - 29 April, 1 h

Ort

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

Telavi Street N.20

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

Sheraton Grand Tbilisi Metechi PalaceTelavi Street N.20

X
Skip to content