Oktober, 2021

28Okt.14:0018:00START.UP! GERMANY TOUR 2021 - სტარტაპი! ტური გერმანიაში 2021

Veranstaltungsdetails

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ჩართულობით,  ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ Start.up! Deutschland-Tour-ში. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სტარტაპების ხელშეწყობას საერთაშორისო დონეზე. სტარტაპებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ ღონისძიებაში, დაესწრებიან მეტად საინტერესო ვებინარებს და უშუალოდ გაიცნობენ მრავალ ცნობილ კომპანიას ნორდრაინ-ვესტფალიიდან (NRW). ვებინარებზე განხილული იქნება ნორდრაინ-ვესტფალიის, როგორც სტარტაპების ცენტრის უპირატესობები და გერმანულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობები. ვებინარებში მონაწილეობა ყველასთვის უფასოა.

8 ივნისი: „სტარტაპი-ეკო სისტემა ნორდრაინ-ვესტფალია: ძირითადი მოთამაშეები და შესაძლო კავშირები“.

რატომ არის ნორდრაინ-ვესტფალია მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი სტრატაპ ლოკაცია? უცხოურ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გლობალური მასშტაბის კომპანიებთან ურთიერთობით, ითანამშრომლონ ინოვაციურ საშუალო ზომის ბიზნესებთან და უამრავ პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან. ვებინარზე შეიტყობთ, თუ როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ ნორდრაინ-ვესტფალიაში თქვენი პროექტების მხარდაჭერა და როგორ მიიღოთ წვდომა სტარტაპების ქსელთან.

9 ივნისი: „Going international – Q&A for global business”

ამ ვებინარზე შეიტყობთ, თუ რა სტრატეგიები უნდა გამოიყენონ კომპანიებმა, რათა მოახდინონ საკუთარი ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია და გავიდნენ უცხოურ ბაზრებზე. მონაწილეები გაეცნობიან ინტერნეტში განთავსებულ იმ ძირითად ინფორმაციას, რომელიც საჭიროა გერმანიაში პოტენციური ბიზნეს პარტნიორების მოსაძიებლად. გარდა ამისა, ვებინარზე განხილული იქნება ის პირობები, რომლებიც გვხვდება საერთაშორისო ხელშეკრულებებში. აგრეთვე, შეიტყობთ, თუ რომელი კანონები და რეგულაციები უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც გეგმავთ საქონლის ექსპორტს გერმანიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან.

28 ოქტომბერი: „Sales in Germany“

თქვენი პროდუქტების წარმატებით გაყიდვა გადამწყვეტია თქვენი სტარტაპის სამომავლო წარმატებისთვის. გაყიდვა ყველა აღმასრულებელი დირექტორის და დამფუძნებლის უპირველესი პრიორიტეტია. ვებინარის მონაწილეები შეისწავლიან გერმანული B2B-გაყიდვების წარმატების უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს, ბიზნეს გადაწყვეტილებების ადრეულ სტადიაში განსაზღვრის ტექნიკას, გაყიდვების ციკლის შემოკლებას, ბრუნვის გაზრდის მეთოდებს და ხშირი წინაღობების გადალახვის საშუალებებს.

ამ ბმულის საშუალებით შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თქვენთვის საინტერესო ვებინარებზე: https://www.startupgermany.nrw/pre-program-2021/

Datum

28 Oktober, 2 h - 28 Oktober, 6 h

Ansprechpartner

Maria Bregadzemaria.bregadze@dwv.ge

X