Dezember, 2026

Dez.Verschobenბიზნეს ფორუმის მეორე ნაწილი დეკემბერში გაიმართება

Veranstaltungsdetails

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) წარმატებით ჩატარებული პირველი ბიზნეს ფორუმის შემდეგ, მეორე ნაწილი დეკემბერში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება.

ღონისძიება გერმანულ-ქართული ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ საქართველოს ეკონომიკის აქტუალურ საკითხებს, განიხილონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და გაცვალონ მოსაზრებები ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან.

ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ეკონომიკური მომავლის შესახებ კვლევის გაგრძელება. ამჯერად მონაწილეები გაეცნობიან კვლევის დამატებით მიგნებებს, მიმდინარე განვითარებებსა და სამომავლო პერსპექტივებს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მოწვეული მონაწილეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ფორუმი მონაწილეებს ღია დისკუსიაში ჩართვის, კითხვების დასმისა და განსხვავებული მოსაზრებების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას.

ღონისძიების დეტალები:

  • თარიღი: ბიზნეს ფორუმი დეკემბერში გაიმართება, ზუსტი თარიღი მალე გამოქვეყნდება
  • დრო: 12:00
  • რეგისტრაცია: 11:30
  • ადგილი: Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

ღონისძიების თარიღის, პროგრამისა და მონაწილეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) დაინტერესებულ პირებს ბიზნეს ფორუმის მეორე ნაწილში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

სარეგისტრაციო ბმული

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირიდით:

nino.tsutskiridze@dwv.ge

Datum

Month Long Event (Dezember)

Ort

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

Telavi Street N.20

Ansprechpartner

Nino TsutskiridzeProject Manager+995 555 21 51 11 | nino.tsutskiridze@dwv.ge Shota Rustaveli 24

Sheraton Grand Tbilisi Metechi PalaceTelavi Street N.20

X
Skip to content