fbpx

März, 2022

15Mär.(Mär. 15)19:0017(Mär. 17)20:30ბიო პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია

Veranstaltungsdetails

ბიო მეურნეობა ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება მთელს მსოფლიოში, რაც ჯანსაღ და მდგრად პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული. კოვიდ პანდემიის პირობებში ჯანსაღი ცხოვრებისადმი ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდა.

ბიო მეურნეობა ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება მთელს მსოფლიოში, რაც ჯანსაღ და მდგრად პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული. კოვიდ პანდემიის პირობებში ჯანსაღი ცხოვრებისადმი ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდა.

 

სემინარის მიზანი:  როგორ შეუძლიათ მეწარმეებს ამ სიტუაციით სარგებლობა? რა მოთხოვნებს უყენებენ ბიო მწარმოებლებს პროდუქტების მოყვანასთან, გადამუშავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით? როგორ ხდება საერთაშორისო სერტიფიცირების მოპოვება? რა საკანონმდებლო მოთხოვნები და კონტროლი არსებობს ამ მიმართულებით? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბიოლოგიური პროდუქტის რეალიზაციის და მარკეტინგის დროს. რა წესები და რეგულაციები არსებობს ბიოლოგიური პროდუქტების ექსპორტზე გასატანად?

სემინარის ფარგლებში ამ კითხვებზე უპასუხებს ბიო ექსპერტი შვეიცარიიდან დანიელ ბერჩი

 

მიზნობრივი აუდიტორია: მეწარმეები და ფერმერები, რომლებიც ან უკვე საქმიანობენ ბიო მეურნეობის მიმართულებით, ან სამომავლოდ გეგმავენ და ყველა სხვა დაინტერესებული პროფესიის მქონე ადამიანი

სამუშაო ენა: გერმანული ქართველი თარჯიმნის თანხლებით. კითხვების დასმის შესაძლებელია ინგლისურ ენაზეც.

სემინარს გაუძღვებადანიელ ბერჩი

დანიელ ბერჩი – პროფესიით მეურნე და აგრონომი. დაიბადა შვეიცარიაში, ემენტალის მხარეში. გაიზარდა ბიო მეურნის ოჯახში და ბავშვობიდანვე ეცნობოდა ბიო წარმოების მეთოდებს.

ის მრავალი წელია მუშაობს სოფლის მეურნეობის ექსპერტად შვეიცარიაში, გერმანიაში, ჩრდილოეთ კორეაში, რუსეთსა და რუმინეთში. 2011 – 2018 წლებში ის ხელმძღვანელობდა შვეიცარიაში 7000 ბიო მეწარმისგან დაკომპლექტებულ კავშირს Bio Suisse.

დღეს ის ბიო მიმართულების დამოუკიდებელი ექსპერტი და ქოუჩია მრავალწლიანი გამოცდილებით საკვები პროდუქტების და სოფლის მეურნეობის მართვის საკითხებში.

სემინარის საფასური:  ყველა მონაწილისთვის 100 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:  https://docs.google.com/forms/…

საკონტაქტო პირი: მარიამ ჭუმბურიძე, პროექტის მენეჯერი.

mariami.chumburidze@dwv.ge

 

Datum

15 März, 7 h - 17 März, 8 h

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X