September, 2022
21Sep.(Sep. 21)19:0023(Sep. 23)21:00DWV-ტრენინგი: "დროის მენეჯმენტი"






Veranstaltungsdetails
2022 წლის 21-23 სექტემბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) და შვეიცარიული ფონდი BPN Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა ჰიბრიდული სემინარი თემაზე“დროის მენეჯმენტი“. დრო შეზღუდულია. დრო ფულია. დრო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენს სემინარზე მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი მუშაობის მეთოდის გაანალიზება
Veranstaltungsdetails
2022 წლის 21-23 სექტემბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) და შვეიცარიული ფონდი BPN Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა ჰიბრიდული სემინარი თემაზე“დროის მენეჯმენტი“.
დრო შეზღუდულია. დრო ფულია. დრო არ უნდა დავკარგოთ.
ჩვენს სემინარზე მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი მუშაობის მეთოდის გაანალიზება და მისი ოპტიმიზაცია, პრიორიტეტების განსაზღვრა და დროის ქურდებთან გამკლავება. მათ ისწავლეს დროის დაგეგმვა კლასიკური დროის წიგნაკის და Microsoft Outlook-ის საშუალებით.
სემინარის განმავლობაში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- საკუთარი სამუშაო სტილის (დროის გამოყენების) ანალიზი, სტრესთან და გადატვირთულ გრაფიკთან გამკლავების ანალიზი;
- კრიტიკული თვითრეფლექსია ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებსა და საქართველოში დროსთან არსებულ დამოკიდებულებასთან მიმართებაში;
- „სამსახურის და ცხოვრების ბალანსის“ მიგნება (ლოთარ ზაივერთის Work-Life-Balance მოდელი);
- მოჩქარის დაავადება: გამომწვევი მიზეზები და შედეგები;
- პერსონალური დროის ქურდების ამოცნობა და მათი დამარცხება;
- დროის მენეჯმენტი, მისი ოპტიმიზაცია კლასიკური დროის დაგეგმვის წიგნაკის ან Microsoft Outlook კალენდარის საშუალებით;
- რეალისტური, ნათელი მიზნების დასახვა და მათი მიდევნება (SMART-მეთოდი);
- დავალებების სწორად დალაგება მათი მნიშვნელობის მიხედვით. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა (ეიზენჰაუერის პრინციპი);
- დავალებების უფრო ეფექტურად შესრულება ნაკლები სტრესის ფონზე. ნაკლები ქმედება, მეტი შედეგი/პროდუქტიულობა (80/20 – ის წესი, პარეტოს პრინციპი);
- დავალებების დაგეგმვა და დროის სწორად გადანაწილება (რაციონალური მუშაობა დეკარტის მიხედვით);
- დღის დაგეგმვა და მისი ოპტიმიზაცია ინდივიდუალური შრომისუნარიანობის მრუდის და ინდივიდუალური ბიოლოგიური რიტმის საფუძველზე;
- ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავება (ხერხის ეფექტი).
სამიზნე აუდიტორია: ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
სამუშაო ენა: გერმანული, ქართული ქრონოლოგიური თარგმანით.
ფორმა: თეორიული ელემენტები, პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ქართულ-შვეიცარიული მაგალითებით გაჯერებული სავარჯიშოები, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის გაცვლა.
რეფერენტი: დანიელ მათერი, შვეიცარელი ექსპერტი, BPN Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი.
Datum
21 September, 7 h - 23 September, 9 h
Ansprechpartner
მედეა კვანტალიანიპროექტის მენეჯერი