November, 2021
Veranstaltungsdetails
სემინარის მიზანი: სწორი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია ხშირად ბრენდის წარმატების საწინდარია. ყოველ კომპანიას განსხვავებული კონტენტ მარკეტინგი აქვს და ყოველი მათგანი როდია წარმატების გარანტი. შეიტყვეთ საუკეთესო სტრატეგების მაგალითზე წარმატების ფორმულა. აღმოაჩინეთ სიახლეები და ტენდენციები
Veranstaltungsdetails
სემინარის მიზანი: სწორი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია ხშირად ბრენდის წარმატების საწინდარია.
ყოველ კომპანიას განსხვავებული კონტენტ მარკეტინგი აქვს და ყოველი მათგანი როდია წარმატების გარანტი. შეიტყვეთ საუკეთესო სტრატეგების მაგალითზე წარმატების ფორმულა. აღმოაჩინეთ სიახლეები და ტენდენციები ციფრული მედიის კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით. ბევრი წარმატების ისტორია მოტივატორი იქნება თქვენთვის და ბევრ საერთოს იპოვნით თქვენს კომპანიასთან.
მიზნობრივი აუდიტორია: კომპანიების დამფუძნებლები და მმართველი რგოლის წარმომადგენლები, მარკეტერები, მენეჯერები, კონტენტის მოდერატორები და ყველა სხვა დაინტერესებული პროფესიის მქონე ადამიანი.
სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული თარგმანით.
სემინარს გაუძღვება: რეტო ზანგერლი
რეტო ზანგერლმა დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი სანტ გალენის უნივერსიტეტში შვეიცარიაში. 2006 წელს დაარსა პიარის სააგენტო «Brand Affairs», რომელიც კონსულტაციას უწევს ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა Harley-Davidson, Starbucks, Nissan, Chiquita, Schwarzkopf, Weight Watchers და სხვა ბრენდის სტრატეგიის შექმნის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მენეჯმენტის, ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიების მიმართულებით.
საკუთარი კომპანიის შექმნამდე რეტო ზანგლერი მუშაობდა მსოფლიო დონის კონცერნში Unilever მარკეტინგის მენეჯმენტის მიმართულებით და კონსულტაციას უწევდა კომპანიებს Atkinson Stuart და Bütikofer & Company.
სემინარის საფასური: ყველა მონაწილისთვის 150 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე.
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭუმბურიძე, პროექტის მენეჯერი.
Datum
24 November, 6 h - 25 November, 6 h