Juni, 2022
09Jun.19:0021:00პოზიტიური კომუნიკაცია
Veranstaltungsdetails
2022 წლის 9 ივნისს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) შვეიცარიულ ფონდ BPN Georgia-სთან ერთად ჩაატარა ვებინარი თემაზე: "პოზიტიური კომუნიკაცია". პოზიტიური კომუნიკაციით მიზნებს უფრო სწრაფად ვაღწევთ და უკეთ მივიწევთ
Veranstaltungsdetails
2022 წლის 9 ივნისს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) შვეიცარიულ ფონდ BPN Georgia-სთან ერთად ჩაატარა ვებინარი თემაზე: “პოზიტიური კომუნიკაცია”.
პოზიტიური კომუნიკაციით მიზნებს უფრო სწრაფად ვაღწევთ და უკეთ მივიწევთ წინ ურთიერთობებში. ვებინარის საშუალებით, მონაწილეებმა შეიტყვეს, თუ როგორ უნდა წარმართონ გამოსავალზე ორიენტირებული კომუნიკაცია ბიზნეს საქმიანობაში და რა მეთოდებით შეუძლიათ პოზიტიური სიტყვების ძალის გამოყენება.
ტრენინგის შინაარსი:
– პოზიტიური სიტყვების ძალა: რისი შეცვლა შეუძლია პოზიტიურად ჩამოყალიბებულ ნათქვამს; ემპათიის ოთხი სვეტი;
– 25 წლიანი გამოცდილების შედეგად დაგროვებული 14 ძირითადი რჩევა პოზიტიური კომუნიკაციისთვის; სწორად შერჩეული სიტყვებით და გამოხატვის ფორმით ყოველდღიური ინტერაქტივის შეცვლა პოზიტივისკენ;
– გამოყენებითი დავალებები: ნეგატიური ცნებების პოზიტიურით ჩანაცვლება;
– სხვადასხვა მაგალითის განხილვა ბეჭდური და ონლაინ მედიებიდან;
– რა არაკონვენციურ საშუალებებს იყენებს კომპანია პოზიტიური კომუნიკაციისთვის; როგორ უნდა დავნერგოთ პოზიტიური კომუნიკაცია ჩვენი ბიზნესის ყოველდღიურობაში.
რეფერენტი: კლაუდია გაბლერი.
კლაუდია გაბლერი შვეიცარიული კომპანია BMQ Partners AG – ის კომუნიკაციების გენერალური ოფიცერი. მისი ამოცანაა კომპანიების კონსულტაცია კომუნიკაციების, ტელემარკეტინგის, ონლაინ და ლაივ ჩართვების ოპტიმიზაციის მიმართულებით.
კლაუდიამ კარიერა დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც ქოლ ცენტრების მიმართულებით პოზიტიური კომუნიკაციების წარმართვას დაეუფლა და ბოლო 20 წელია კომუნიკაციების დარგში ცოდნას იღრმავებს.
კლაუდია გაბლერი არის ასევე ციურიხის უმაღლეს სასწავლებლის ლექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის, კრიზის მენეჯმენტისა და კონტენტ მარკეტინგის განხრით.
სამუშაო ენა: გერმანული, ქართველი თარჯიმნის თანხლებით. მონაწილეებს კითხვების დასმა შეეძლით ინგლისურ ენაზეც.
ვებინარი იყო ინტერაქციული ფორმის და გაჯერებული იყო დავალებებით, რომელთა განმავლობაშიც მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითი ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე დაყრდნობით; ნეგატიური ცნებები ჩაანაცვლეს პოზიტიური ალტერნატივებით და ისწავლეს ის გზები, თუ როგორ უნდა დანერგონ პოზიტიური კომუნიკაცია მათი ბიზნესის ყოველდღიურობაში.
ვებინარს ესწრებოდა 50-მდე მონაწილე, მათ შორის გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი და არაწევრი კომპანიები: Knauf Gips Georgia, შპს „ეიჩ ეიჩ ელ ეი პროჯეკტ ლოჯისტიკს“, ა.ა.ი.პ. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, შპს „ნატურაფარმი“ და სხვები.
Datum
9 Juni, 7 h - 9 Juni, 9 h