fbpx

September, 2020

03Sep.14:0016:00ტურიზმის სექტორის გამოწვევები - ღონისძიება DWV-ს წევრი კომპანიებისთვის

Tourismus Event-03.09.-1

Veranstaltungsdetails

გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ, ტურიზმის სექტორში მოღვაწე წევრი კომპანიებისთვის მოაწყო ექსკლუზიური შეხვედრა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ბატონი ჰუბერტ ქნირშთან და EBRD-ის წარმომადგენელთან, ბატონ გიორგი ახალკაცთან. შეხვედრას უძღვებოდა DWV-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი თომას კიმმესვენგერი.

ღონისძიების მიზანს, ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად, პანდემიით გამოწვეული სირთულეების და პრობლემების გადაჭრის გზების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც მსხვილმა, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა. კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალურად აღეწერათ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში. დისკუსიის ფორმატში განხილულ იქნა კონკრეტული პრობლემები. მონაწილეების მხრიდან გამოითქვა, აგრეთვე, კრიტიკა გარკვეული ღონისძიებების მიმართ, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით გატარდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე და ხაზი გაუსვეს სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუციების ჩართულობის აუცილებლობას.

Datum

3 September, 2 h - 3 September, 4 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X