fbpx

Juni, 2022

16Jun.10:0015:00ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი, როგორც ტურისტული მომსახურების მაღალი სტანდარტის გარანტი

Veranstaltungsdetails

2022 წლის 16 ივნისს გაიმართა DWV-სა და „Mebaduri Consulting Group“ (MCG)-ის ერთობლივი ტრენინგი თემაზე:

ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი, როგორც ტურისტული მომსახურების მაღალი სტანდარტის გარანტი

ტურისტული ინდუსტრიის, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის, წარმატებული განვითარება მოითხოვს მომხმარებელზე ორიენტირებულ მენეჯმენტს და, რამდენადაც ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაზე მომხმარებელთა მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, დღის წესრიგში დგას ტურისტების, როგორც „მომხმარებლების“ უფლებების დაცვის სათანადო სამართლებრივი გარანტიების, შექმნის საკითხი. ამის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება (საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით).

გერმანული სამოქალაქო კანონმდებლობის რეცეფციის საფუძველზე შემუშავებული საქართველოს კანონმდებლობით, სხვა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეებისგან განსხვავებით, მომხმარებელთა სამართლებრივი უფლებები განსაკუთრებული წესით არის დაცული. ტურისტულ სამართლებრივ ურთიერთობებს კი თავისი გამორჩეული ადგილი უკავია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფარგლებში და მათი რეგულირება გამოირჩევა განსაკუთრებული სპეციფიკით. შესაბამისად, აღნიშნული ტრენინგი დაეთმო ტურისტის სამართლებრივი უფლებების განხილვას და, მათზე დაყრდნობით, ტურისტული ბიზნესის ეფექტურად წარმართვის მეთოდებს.

ღონისძიების მიზანი იყო, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების, ევროკავშირის მიერ  ტურისტთა უფლებების დასაცავად სპეციალურად შემუშავებული დირექტივისა და სასამართლო პრეცენდენტის საფუძველზე, მონაწილეებს (როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს) მიწოდებოდათ ინფორმაცია ტურისტული ხელშეკრულებითი სამართლის საკითხებზე.

სამიზნე აუდიტორია: ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, მოქმედი იურისტები, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები.

ტრენინგს გაუძღვა: ვახტანგ მებადური – გერმანული საკონსულტაციო კომპანიის MCG-ის (Mebaduri Consulting Group) დამფუძნებელი და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი. იგი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 თავის („ტურისტული მომსახურება“) სრული კომენტარის ავტორი. მას ჩატარებული აქვს ტრენინგები, მასტერკლასები, ლექცია-სემინარები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ტურიზმის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთათვის და, ასევე, გააჩნია ტრენინგების ჩატარების დიდი გამოცდილება.

ტრენინგი ჩატარდა ქართულ ენაზე.

ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ DWV–ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: შპს Georgia Insight, შპს Adjara Group, შპს Advantour Caucasus, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, სს იმედი ლ.

ღონისძიება საკმაოდ ინტერაქციული ხასიათის იყო. მონაწილეებსა და ტრენერს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია ტურისტული ხელშეკრულებითი სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

Datum

16 Juni, 10 h - 16 Juni, 3 h

Ort

Holiday Inn Tbilisi

Twentysix May Square N.1

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

Holiday Inn TbilisiTwentysix May Square N.1

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X