November, 2019

07Nov.11:0014:00შეხვედრა DWV-ს წევრების იურისტებთან სოფლის მეურნეობის/კვების და ტრანსპორტის/ლოგისტიკის სფეროდან

Treffen-mit-DWV-Rechtsberater

Veranstaltungsdetails

2019 წლის 7 ნოემბერს DWV-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას კიმმესვენგერმა და DWV-ს მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში, ლადო რიგვავამ, გამართეს შეხვედრა DWV-ს წევრი კომპანიების იურისტებთან, რომელთა საქმიანობა სოფლის მეურნეობის/კვების და ტრანსპორტის/ლოგისტიკის სფეროებს მოიცავს.

განხილვის საგანს წარმოადგენდა აღნიშნული სექტორებისთვის დამახასიათებელი პრობლემატიკა და სპეციფიკური საკითხები, რასაც ამ ტიპის ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან. სხვა საკითხებთან ერთად, ღონისძიებაზე განიხილეს საკანონმდებლო რეფორმები, როგორიც არის, მაგალითად, კანონი ნარჩენების მართვის შესახებ (მწარმოებელთა ვალდებულებები) და ცვლილებები შრომის კოდექსში.

DWV მომავალშიც გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას ბიზნესის აღნიშნული და სხვა სექტორების წარმომადგენლებთან.

Datum

7 November, 11 h - 7 November, 2 h

Leave a Comment

X