აპრილი, 2026

02აპრ.12:0014:00Expert Talk: საიმიგრაციო კანონმდებლობის ახალი რეალობა:  პრაქტიკული გადაწყვეტილებები და მეთოდები

ღონისძიების დეტალები

2026 წლის 2 აპრილს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონ საქართველოსთან ერთად, გამართა Expert Talk თემაზე:

“საიმიგრაციო კანონმდებლობის ახალი რეალობა: პრაქტიკული გადაწყვეტილებები და მეთოდები“.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შრომითი მიგრაციის კანონში განხორციელებული უახლესი ცვლილებები და მათი პრაქტიკული გავლენა კომპანიებზე. ახალი რეგულაციები კომპანიებისთვის გარკვეულ გამოწვევებს ქმნის და საჭიროებს შესაბამის მოქმედებებს.

გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ახალაძემ, დეტალურად მიმოიხილა საკანონმდებლო ცვლილებები და განმარტა პრაქტიკული პროცესები, განსაკუთრებით სამუშაო და ბინადრობის ნებართვებთან, ასევე კომპლაიანსის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

თემის მაღალი აქტუალობა აისახა პრეზენტაციის შემდეგ გამართულ კითხვა-პასუხის სესიაშიც, სადაც ზურაბ ახალაძემ ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

ღონისძიება გაგრძელდა არაფორმალურ გარემოში ყავის თანხლებით, რა დროსაც დისკუსია აქტიურად გაგრძელდა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან მიმართეთ ზურაბ ახალაძეს.

 

 

პროექტის სპონსორია შპს გრანთ თორნთონ

თარიღი

2 აპრილი, 12 h - 2 აპრილი, 2 h

ადგილი

The Biltmore Hotel Tbilisi

Rustaveli Ave. 29

საკონტაქტო პირი

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

The Biltmore Hotel TbilisiRustaveli Ave. 29

X
Skip to content