November, 2021
Veranstaltungsdetails
„Bayern – Fit for Partnership (BFP)“-ის დელეგაცია წელსაც გაიმართა, თუმცა პანდემიის გამო, ამჯერადაც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. წლევანდელი დელეგაციის თემა იყო: ,,სასტუმროების, რესტორნებისა და
Veranstaltungsdetails
„Bayern – Fit for Partnership (BFP)“-ის დელეგაცია წელსაც გაიმართა, თუმცა პანდემიის გამო, ამჯერადაც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. წლევანდელი დელეგაციის თემა იყო: ,,სასტუმროების, რესტორნებისა და დასასვენებელი ადგილების ხარისხის, მათი ინტერიერის დიზაინის მოდერნიზაცია და მართვა.”
10-დან 11 ნოემბრამდე, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბავარიულ კომპანიებსა და პოტენციურ საქმიან პარტნიორებს, ასევე მიეღოთ ინფორმაცია პროდუქტების, მომსახურებებისა და კონცეპტების შესახებ.
ქართული კომპანიები დაესწრნენ ონლაინ ფორმატში ბავარიული კომპანიების პრეზენტაციებს, შეხვდნენ მათ B2B ფორმატში და განიხილეს სამომავლო პერსპექტივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ღონისძიება ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV), DEGA-EXPOTEAM და Bayern International– ის ორგანიზებითა და თანამშრომლობით.
ჩვენ, მადლობას ვუხდით ბავარიულ კომპანიებს მონაწილეობისთვის Zieher KG Reeve Lusini Home of VEGA Forniture Alberghiere KristallTurm GmbH & Co. KG Franz Schroll Fab-concept UG Bavaria Tourism და ქართულ კომპანიებს, როგორებიც არიან Georgian National Tourism Administration Adjara Group ALTA VISTA GMT Group HMG Hotel Collection International Hotelix Hospitality Management Sairme Resort OV Engineering Redix.
საკონტაქტო პირები:
ალინა დოსტი / მარია ბრეგაძე
Datum
10 November, 12 h - 11 November, 12 h
Ansprechpartner
Maria Bregadzemaria.bregadze@dwv.ge