Februar, 2020
Veranstaltungsdetails
2020 წლის 6 თებერვალს DWV-მ გამართა ბიზნეს ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ კობა გვენეტაძესთან, თემაზე: მონეტარული პოლიტიკის განვითარება და საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გამოწვევები. DWV-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, დოქტ. საშა
Veranstaltungsdetails
2020 წლის 6 თებერვალს DWV-მ გამართა ბიზნეს ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ კობა გვენეტაძესთან, თემაზე: მონეტარული პოლიტიკის განვითარება და საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გამოწვევები.
DWV-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, დოქტ. საშა ტერნესისა და DWV-ს დირექტორის, თომას კიმმესვენგერის მისასალმებელი გამოსვლა გაგრძელდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის – ჰუბერტ ქნირშის მისასალმებელი სიტყვით, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს აქტუალური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა.
შემდეგ ტრიბუნაზე წარსდგა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – ბატონი კობა გვენეტაძე. თავის გამოსვლაში კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკასა და ბოლოდროინდელ გამოწვევებზე, მნიშვნელოვან ცვლილებებსა და ინფლაციაზე, მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, ცენტრალური ბანკის ძირითად ფუნქციებსა და სხვა აქტუალურ თემებზე. მან აუდიტორიას გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის როლი და მასთან დაკავშირებული მოვალეობები.
მოხსენების დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოების მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა ამომწურავად.
დისკუსიის დასრულების შემდეგ, 100-მდე სტუმარს სასტუმრო შერატონის მრავალფეროვანი ფურშეტის თანხლებით ახალი კონტაქტების დამყარებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობა მიეცა.
Datum
6 Februar, 3 h - 6 Februar, 6 h