Oktober, 2024
10Okt.14:0016:00DWV-ბიზნეს ფორუმი: 10.10.2024
Veranstaltungsdetails
2024 წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მორიგი ბიზნეს ფორუმი თემაზე: “საქართველო გარდამტეხ ეტპზე?“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი საქართველოდან (GET) ბ-ნი სებასტიან შტასკე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ჰანს გუტბროდი. ღონისძიება გახსნა და წარმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-მა დოქ. საშა ტერნესმა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ბ-მა ერნსტ პეტერ ფიშერმა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და უპასუხა სტუმრების მიერ დასმულ
Veranstaltungsdetails
2024 წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მორიგი ბიზნეს ფორუმი თემაზე: “საქართველო გარდამტეხ ეტპზე?“ გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ–ნი ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი საქართველოდან (GET) ბ–ნი სებასტიან შტასკე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბ–ნი ჰანს გუტბროდი.
ღონისძიება გახსნა და წარმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-მა დოქ. საშა ტერნესმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ბ-მა ერნსტ პეტერ ფიშერმა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და უპასუხა სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს.
ბ–მა სებასტიან შტასკემ და ბ–მა ჰანს გუტბროდმა კი გააკეთეს მოხსენება გეოპოლიტიკური კურსის შეცვლის ეკონომიკურ შედეგებზე. ექსპერტებმა, ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით განიხილეს, თუ როგორ აისახება პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში.
მოხსენების შემდეგ მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს დამატებითი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმის დასასრულს კი სტუმრებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია არაფორმალურ გარემოშიც შეძლეს.
Datum
10 Oktober, 2 h - 10 Oktober, 4 h
Ort
Pullman Tbilisi Axis Towers
37მ ჭავჭავაძის გამზირი,
Ansprechpartner
Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge