Juni, 2021
03Jun.11:0013:00DWV-ბიზნეს ფორუმი: მეწარმეთა შესახებ კანონის რეფორმა და მისი გავლენა ბიზნესზე
Veranstaltungsdetails
2021 წლის 3 ივნისს გაიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ფორუმი ონლაინ ფორმატში თემაზე “მეწარმეთა შესახებ კანონის რეფორმა და მისი გავლენა ბიზნესზე”. ფორუმზე მოწვეული იყო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰუბერტ
Veranstaltungsdetails
2021 წლის 3 ივნისს გაიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ფორუმი ონლაინ ფორმატში თემაზე “მეწარმეთა შესახებ კანონის რეფორმა და მისი გავლენა ბიზნესზე”.
ფორუმზე მოწვეული იყო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰუბერტ ქნირში. მოხსნება გააკეთა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ირაკლი ბურდულმა. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი, თომას კიმმესვენგერი.
ფორუმი გახსნა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, საპატიო დოქტორმა საშა ტერნესმა, რომელიც მიესალმა მონაწილეებს და გააცნო მათ ინფორმაცია DWV-ს ბოლო აქტივობების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ინვესტორთა საბჭოს უკანასკნელ შეხვედრაში მონაწილეობაზე და წარმოადგინა DWV-ს ახალი თანამშრომელი, ზურაბ ახალაძე, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრების ინტერესების ლობირებაზე საკანონმდებლო ორგანოში.
გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ისაუბრა საქართველოში რსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე . გარდა ამისა, ის შეეხო მიმდინარე მოვლენებს პანდემიის ჭრილში, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთა საკითხს და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობას.
ღონისძიება გაგრძელდა ირაკლი ბურდულის მოხსენებით მეწარმეთა შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. მან დეტალურად მიმოიხილა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა კანონის პროექტის სისტემატიკა და მისი სიახლე, დაფუძნების სამართალი, მართვის ორგანოთა კონცეფცია, კაპიტალურ საზოგადოებათა სამართალი და ბიზნეს სექტორისთვის საკვანძო სხვა საკითხები.
ფორუმის დასკვნით ნაწილში დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, მომხსენებლისთვის დაესვათ კითხვები კანონპროექტის ირგვლივ და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ღონისძიებას, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, ესწრებოდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი და პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციების 50-ზე მეტი წარმომადგენელი.
Datum
3 Juni, 11 h - 3 Juni, 1 h