fbpx

Mai, 2022

31Mai10:0012:00DWV-ბიზნეს ფორუმი: „საქართველოს ეკონომიკა და მისი პოტენციალი არსებული გამოწვევების ფონზე“

Veranstaltungsdetails

2022 წლის 31 მაისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა ბიზნეს ფორუმი ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან თემაზე: „საქართველოს ეკონომიკა და მისი პოტენციალი არსებული გამოწვევების ფონზე“.

DWV-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, დოქ. საშა ტერნესის მისასალმებელი გამოსვლა გაგრძელდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის – ჰუბერტ ქნირშის სიტყვით, რომელმაც, როგორც ყოველთვის, ისაუბრა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელზეც უკრაინის კონფლიქტს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს. ასევე განმარტა საქართველოს მთავრობის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ელჩმა შეაქო მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა აღნიშნა: “ზოგიერთი რამ უკვე მიღწეულია, მაგრამ ევროპაში შესასვლელად  ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ელჩის გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და დამსწრე საზოგადოებას  გააცნო განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ მიზნებს, რომლებსაც საქართველომ უნდა მიაღწიოს: საქართველოში დამატებითი კვალიფიციური კადრების შემოდინება; უცხოური ინვესტიციების მოზიდვა IT სფეროში; განახლებადი ენერგიების განვითარება და მრავალი სხვა.

ბატონმა დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის განსაკუთრებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები არსებობს. მისი აზრით, გერმანიამ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან. გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებში, რომლებიც ძალიან ეფექტურია.

ლექციის შემდეგ მინისტრმაც და ელჩმაც  დრო დაუთმეს აუდიტორიას კითხვებზე პასუხის გასაცემად, რის შემდეგაც გაიმართა აქტიური ინტერაქცია სხვადასხვა თემაზე.

დასასრულს, DWV-ის წევრებს, ჩვეულებისამებრ, საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთთან ესაუბრათ და აზრები გაეცვალათ. ვიმედოვნებთ, რომ მათ შეძლეს კარგი კონტაქტების დამყარებაც.

Datum

31 Mai, 10 h - 31 Mai, 12 h

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X