Oktober, 2026

07Okt.14:00DWV - ბიზნეს ფორუმი14:00 საათი | Hotel Biltmore Tbilisi

Veranstaltungsdetails

ძვირფასო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებო,

დიდი სიამოვნებით გიწვევთ DWV-ის ბიზნეს ფორუმზე, რომელიც გაიმართება 2026 წლის 7 ოქტომბერს, ოთხშაბათს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“.

ფორუმის განსაკუთრებული ნაწილი იქნება
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი ელჩის,

ქალბატონი ბარბარა ფოსის, წარდგენა.

ქალბატონი ბარბარა ფოსი პირველად შეხვდება გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს DWV-ის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში და პირადად წარუდგენს თავს აუდიტორიას. შეხვედრისას ქალბატონი ფოსი ასევე ისაუბრებს თავის პირველ შთაბეჭდილებებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და გერმანიის საელჩოს საქმიანობაზე.

ჩვენი წევრებისთვის ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა, პირადად გაიცნონ ახალი ელჩი და მასთან უშუალო დიალოგი გამართონ.

 

ჩვენი ხედვა და კონკრეტული წინადადებები საქართველოს ეკონომიკური მომავლის შესახებ

 

ფორუმის მეორე ნაწილში, ლევან ნადიბაიძე, ეკონომისტი, განათლების ექსპერტი და სტრატეგიული კონსულტანტი, წარადგენს ჩვენს ახალ კვლევას და ისაუბრებს მასში წარმოდგენილ მოსაზრებებზე საქართველოს ეკონომიკურ მომავალთან დაკავშირებით.

კვლევის ცენტრალური გზავნილი, ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიციების მობილიზების შესაძლებლობაა, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას, ახალი და უფრო პროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დივერსიფიკაციას.

კვლევა წარმოადგენს სტრატეგიულ დოკუმენტს, რომლის მიზანია დისკუსიის წახალისება და საჯარო დებატებისთვის ბიძგის მიცემა.

პროგრამა

13:30 – მონაწილეთა რეგისტრაცია და მიღება

14:00 – მისასალმებელი სიტყვა
ბატონი დოქტ.საშა ტერნესი, DWV-ის მმართველი საბჭოს თავჯდომარე

შემდეგ – ახალი ელჩის წარდგენა და „სიახლეები საელჩოდან“ გერმანიის ელჩ ბარბარა ფოსთან ერთად

კვლევის პრეზენტაცია – ლევან ნადიბაიძე

კითხვა-პასუხის სესია

დისკუსია და ნეთვორქინგი

 

ღონისძიების დღის წესრიგის ბმული იხილეთ აქ.

რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.

 

ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, გირჩევთ სასტუმროსთან მისასვლელად გამოიყენოთ

რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა. ამ მხრიდან სასტუმროს შესასვლელი ღია იქნება.

ასევე შესაძლებელი იქნება სასტუმროს ავტოსადგომით სარგებლობა.

ღონისძიების მხარდამჭერები

Datum

7 Oktober, 2 h

Ort

The Biltmore Hotel Tbilisi

Rustaveli Ave. 29

Ansprechpartner

Nino TsutskiridzeProject Manager+995 555 21 51 11 | nino.tsutskiridze@dwv.ge Shota Rustaveli 24

The Biltmore Hotel TbilisiRustaveli Ave. 29

X
Skip to content