Juni, 2020

18Jun.10:0013:00DWV-ვებინარი: ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში

Zedelashvili_webinar_2._Tag

Veranstaltungsdetails

18 ივნისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და Element Construction-ის ორგანიზებით, ჩატარდა ორდღიანი ვებინარის მეორე ნაწილი თემაზე: “ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში”.

ვებინარს უძღვებოდა სამშენებლო ჰოლდინგის – Element Construction/ALL-P Group-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ეკატერინე ზედელაშვილი.

ვებინარის მიზანი იყო მონაწილეები საფუძვლიანად გაცნობოდნენ ადამიანური რესურსების მართვის პროცესის ძირითად პრინციპებს. ვებინარის მეორე დღეს ტრენერმა შემდეგი თემები განიხილა: გასაუბრება შერჩეულ კანდიდატთან, გასაუბრების ტიპები/ფორმატები, სამუშაოს ანალიზი და თანამდებობრივი ინსტრუქციები. ვებინარის ფარგლებში მოხდა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და  სხვადასხვა მეთოდების განხილვა, რომლებიც ადამიანური რესურსების პროცესების გამოწვევების დასაძლევად გამოიყენება.

ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები. მათ შორის: Element Construction, Georgian Tourism Developement Fund, GMT Holding, Gross Energy Group LLC, ILF Consulting Engineers Georgia, Kumisi XXI, Prime Concrete.

Datum

18 Juni, 10 h - 18 Juni, 1 h

Leave a Comment

X