fbpx

Oktober, 2022

20Okt.(Okt. 20)19:0021(Okt. 21)22:00DWV-ტრენინგი: "ბრენდინგი, გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია"

Veranstaltungsdetails

2022 წლის 20-21 ოქტომბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და შვეიცარიულ ფონდ BPN Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა ჰიბრიდული სემინარი თემაზე “ბრენდინგი, გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია”.

სემინარის მიზანი იყო ბრენდის როლის განსაზღვრა, გაყიდვების სტიმულირება და მომხმარებელთა ფსიქოლოგიის უკეთ გაცნობა.

გაჯერებულ საბაზრო გარემოში ბევრ კარგ კომპანიას და პროდუქტს არ შეუძლია მომხმარებლის მიზიდვა. სწორად შერჩეული ფსიქოლოგიური და მარკეტინგული მეთოდებით შესაძლებელია ცნობადობის ამაღლება, კონკურენტებს შორის უპირატესობის მარტივად მოპოვება და მომხმარებლის მეხსიერებაში შთაბეჭდილების ხანგრძლივად დატოვება.

 სემინარზე შესწავლილი მეთოდების დანერგვა წარმატებულს ხდის მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესს.

სემინარზე განსახილველი თემებია: ბრენდინგი; მარკეტინგი; ნეირომარკეტინგი; მომხმარებლის ფსიქოლოგია.

შინაარსი

ნაწილი 1
• ბრენდის როლის განსაზღვრა
• ნეირომარკეტინგის არსი. მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
• რაციონალური და ემოციური კომპონენტების ანალიზი ყიდვის გადაწყვეტილებისას
• ემოციის სისტემები და მომხმარებელთა ტიპები ემოციის სისტემების მიხედვით
• მომხარებელთა სეგმენტაცია და მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის ანალიზი გაყიდვების მიმართულებით
• კომუნიკაციის სენსორული არხების ანალიზი:
– ფერის აღქმა და როლი გაყიდვებში
– ლოგოს ტიპები, ფუნქცია და ლოგოს შექმნის კრიტერიუმები
– შეფუთვის ფუნქცია და როლი გაყიდვებში
– მუსიკის, გემოს და სურნელის როლი გაყიდვებში
• კომუნიკაციის ვერბალური არხების ანალიზი:
– სლოგანის როლი და მისი შექმნის კრიტერიუმები
– Power Words გაყიდვებში

ნაწილი 2
• Storytelling
• პირველი შთაბეჭდილების მოხდენა
• ფასის სწორად ფორმულირება და ფასების აღქმა
• ფასდაკლებათა სისტემები

ნაწილი 3
• მომხმარებელთა ფსიქოტიპები და მათთან მიდგომის ფორმები
• მომხმარებლის პროფილის შექმნა

რეფერენტი: ნინო მამადაშვილი.

ფორმა: სემინარს ჰქონდა ინტერაქტიული სახე, გაჯერებული იყო დისკუსიებით და მრავალი ფოტო-ვიდეო მასალით.

Datum

20 Oktober, 7 h - 21 Oktober, 10 h

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X