fbpx

August, 2019

20Aug.All Day21DWV-ტრენინგი: ეფექტიანი PR კამპანიები

Training-Gepra-Effektive-PR-Kampagnen

Veranstaltungsdetails

20-21 აგვისტოს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და მისი წევრი კომპანია – GEPRA-ს ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: ეფექტიანი PR კამპანიები.

ტრენინგს უძღვებოდა GEPRA-ს უფროსი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი ბატონი კახა მაღრაძე, რომელსაც განხორციელებული აქვს ოცდახუთამდე საჯარო უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისა და კონსულტაციის პროექტი საქართველოსა და ყირგიზეთში, უმუშავია სამოცამდე მსხვილი და საშუალო ბიზნესორგანიზაციის პიარსა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაზე. ბატონ კახას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, მათი კონსალტინგისა და თანამშრომლების მომზადების დიდი გამოცდილება.

ტრენინგზე განხილული იქნა კამპანიების საჭიროება და პლუსები, კამპანიების ტიპები, კამპანიების დაგეგმვა, კამპანიების განხორციელება, კამპანიების შეფასება.

ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: დიოლერ ჯორჯია, მედალფა, ისი-პარი, ტიფლის პალასი, ინოვა ინვიტრო, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, ბი ემ ესი და სხვები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცა სერთიფიკატები.

Datum

20 August, 12 h - 21 August, 11 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X