Oktober, 2021
21Okt.10:0016:00DWV-ტრენინგი: კონსულტაციური გაყიდვები - როგორ გავყიდოთ მეტი
Veranstaltungsdetails
2021 წლის 21 ოქტომბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით და ოთარ ჩიტეიშვილთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „კონსულტაციური გაყიდვები - როგორ გავყიდოთ მეტი". სემინარის მიზანი იყო,
Veranstaltungsdetails
2021 წლის 21 ოქტომბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით და ოთარ ჩიტეიშვილთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „კონსულტაციური გაყიდვები – როგორ გავყიდოთ მეტი”.
სემინარის მიზანი იყო, რომ მონაწილეებს ყურადღება გაემახვილებინათ კონსულტაციური გაყიდვების ძირითადი ეტაპების თვისებრივ მხარეზე, გაეცნოთ პრინციპები და ტექნიკები, თუ როგორ გავყიდოთ მეტი „კლიენტისთვის სწორი“ პროდუქტი.
მიზნობრივ აუდიტორიაში იგულისხმებოდა, გაყიდვებში ჩართული, ან დაინტერესებული თანამშრომლები და ყველა სხვა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის უკეთესად პოზიციონირება (გაყიდვა) და სხვისი საჭიროებების უკეთესად შემეცნება. სამუშაო ენა იყო ქართული.
ტრენერ, ოთარ ჩიტეიშვილს გაყიდვებში მუშაობის პრაქტიკური გამოცდილება აქვს. მათ შორის 18 წელი მმართველ პოზიციაზე. გაყიდვების დარგში განხორციელებული ათობით წარმატებული პროექტი. გაყიდვების ტრენერობის 11 წლიანი გამოცდილება. ოთარი 2010 წლიდან კითხულობს ლექციების გაყიდვების თემაზე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში. გაყიდვებში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს
ტრეინინგის პრაქტიკული გამოყენების მაღალ ხარისხს.
ტრენინში მონაწილეობა მიიღო 17-მა ადამიანმა, რომელიც ჯამში თავისი შესვენებით 6 საათი გაგრძელდა. მონაწილეებს შორის იყვნენ, DWV – ს წევრი და არაწევრი კომპანიები. როგორებიცაა მაგალითად: კნაუფ გიპს თბილისი, უნიმედი, ლუკასი, ბაზალტ ფიბერსი, AGIC,
ინსტა, ლელო, ნობლექს, პოლიმერი 1, ჯორჯია თუდეი და არჯი ჯგუფი.
სემინარის განმავლობაში შეფასდა და გაანალიზდა მთლიანი გაყიდვების პროცესი. ონლაინ პლატფორმა Microsoft Teams -ში მონაწილეებმა ინტერაქციულად ითანამშრომლეს ტრენერთან. ამასთანავე შეასრულეს პატარა დავალებები, რომლებმაც მათი გაყიდვების უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. ამასთანავე, მონაწილეებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, ხოლო სემინარის ბოლოს ფორმატი დასრულდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
სემინარის შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერთიფიკატი.
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭუმბურიძე, პროექტის მენეჯერი.
Datum
21 Oktober, 10 h - 21 Oktober, 4 h