November, 2022
15Nov.11:0015:00DWV-ტრენინგი: "მომსახურების ეტიკეტი და კმაყოფილების ხარისხი"
Veranstaltungsdetails
2022 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ერთობლივი ტრენინგი თემაზე: "მომსახურების ეტიკეტი და კმაყოფილების ხარისხი". ტრენინგს გაუძღვა მაკო ჯაოშვილი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, PH.D., ასოცირებული პროფესორი, მართვისა და
Veranstaltungsdetails
2022 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ერთობლივი ტრენინგი თემაზე: “მომსახურების ეტიკეტი და კმაყოფილების ხარისხი”.
ტრენინგს გაუძღვა მაკო ჯაოშვილი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, PH.D., ასოცირებული პროფესორი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე რექტორი, კომუნიკაციის სფეროში უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, მენტორი.
ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეებს გაიგოთ, თუ რა არის ეფექტური კომუნიკაციის დანიშნულება, გაცნობოდნენ ემპათიური მოსმენისა და შეკითხვების დასმის ტექნიკას, შეესწავლათ ნდობაზე აგებული სტრატეგიის ელემენტები.
ტრენინგი გაჯერებული იყო პრაქტიკული სამუშაოებით, დისკუსიით, დებატებით, წყვილებში მუშაობით ქოუჩინგის პრინციპით.
ტრენინგის შედეგად, მონაწილეები დაეუფლნენ ურთიერთგაგების უნარებს. ემპათიური მოსმენისა და სწორად შერჩეული შეკითხვების მეშვეობით, მათ აიმაღლეს კომპეტენცია თვითპოზიციონირებაში, გამოიმუშავეს/გაიმყარეს მოსმენის, დაკვირვებისა და ემოციების მართვის უნარები.
მიზნობრივი სეგმენტი: საშუალო რგოლის მენეჯერები, ქოლ-ცენტრის პერსონალი, მომსახურების ხარისხისა და გაყიდვების მიმართულებით დაინტერესებული პირები.
ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, შპს ნობლექსი, შპს როქი, სს ტერაბანკი.
Datum
15 November, 11 h - 15 November, 3 h
Ort
Alterbridge University
67 Tskneti Highway, Bagebi
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin