fbpx

November, 2023

28Nov.(Nov. 28)18:0030(Nov. 30)21:00DWV-ტრენინგი: "როგორ ვიპოვოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში და გავხდეთ გამორჩეული"

Veranstaltungsdetails

ა.წ. 28 და 30 ნოემბერს ჩატარდა DWV-სა და BPN Georgia-ს ერთობლივი ტრენინგი თემაზე: “როგორ ვიპოვოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში და გავხდეთ გამორჩეული”.
კონკურენციას ბოლო არ უჩანს. თანამედროვე მომხმარებელი განსაკუთრებული პრეტენზიულობით გამოირჩევა და არ სურს შეიძინოს პროდუქტი ხელმოსაჭიდი მიზეზის გარეშე. ამიტომ დამაჯერებელი კონკურენტული უპირატესობის (USP-Unique Selling Proposition), იგივე განმასხვავებელი ნიშნის, იდენტიფიცირება კომპანიის უმნიშვნელოვანეს და ურთულეს ამოცანებს განეკუთვნება.
სემინარზე განხილულ იქნა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონკურენტების ანალიზი სხვადასხვა მიმართულებით და როგორ უნდა დავუპირისპიროთ ანალიზის შედეგად გამოვლენილი კონკურენტების ძლიერ მხარეებს საკუთარი უპირატესობები და ვაქციოთ ისინი ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ნიშნებად.
სემინარზე მოვიყვანეთ წარმატებული კომპანიების მრავალი მაგალითი კონკურენტულ უპირატესობებზე, რომლებიც ეფუძნება მომხმარებელთა მოლოდინებსა და კომპანიის ძლიერი მხარეების თანხვდომას. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც შეიძლება იქცეს კომპანიისთვის კონკურენტულ უპირატესობად.
სემინარის მონაწილეებს მიეცათ საკუთარი კომპანიების კონკურენტული უპირატესობის ანალიზის და წამყვანი კომპანიების მაგალითებიდან პარალელების გავლების შესაძლებლობა.
ტრენინგს უძღვებოდა დანიელ მათერი – ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი, „BPN Georgia“-ს დირექტორი.

Datum

28 November, 6 h - 30 November, 9 h

Ort

BPN Georgia

Ansprechpartner

მედეა კვანტალიანიპროექტის მენეჯერი

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X