November, 2023
Veranstaltungsdetails
2023 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა DWV-სა და სურსათის უვნებლობის ექსპერტის, ეკატერინე ბურკაძის, ერთობლივი ტრენინგი თემაზე: „სურსათის უვნებლობა – ეროვნული კანონმდებლობა
Veranstaltungsdetails
2023 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა DWV-სა და სურსათის უვნებლობის ექსპერტის, ეკატერინე ბურკაძის, ერთობლივი ტრენინგი თემაზე: „სურსათის უვნებლობა – ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები”.
კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელი პირობაა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის დაცულობის უზრუნველსაყოფად. უვნებელი სურსათის წარმოებისთვის პირობების შექმნა კომპანიის ვალდებულებაა და მნიშვნელოვანი წინაპირობაც სანდო რეპუტაციის მოსაპოვებლად. ის ქმნის სანდო მომწოდებლების სტატუსს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ვაჭრობაში.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა კარგი წარმოებისა და ჰიგიენის პრაქტიკა (GMP&GHP), სურსათის უვნებლობის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, ტემპერატურული რეჟიმები, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები, სურსათის საფრთხეები და საფთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა HACCP, საერთაშორისო სტანდარტები.
ტრენინგს გაუძღვა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ქ-ნი ეკატერინე ბურკაძე, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან, სურსათის საწარმოების შეფასების, სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავების და დანერგვის, პერსონალის შესაბამისი გადამზადების საკითხებში. მას განხორციელებული აქვს სურსათის უვნებლობის, ხარისხის მართვის და სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის პროექტები საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყირგიზეთში.
ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები: შპს ექსესერვისი, Powder Project LLC, შპს ჯორჯიან ფექეჯინგ და სხვა.
Datum
17 November, 1 h - 17 November, 7 h
Ort
Golden Tulip Design Tbilisi Hotel
37 Ketevan Tsamebuli Avenue
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin