März, 2023
Veranstaltungsdetails
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ეკატერინე ბურკაძე, გიწვევთ ერთობლივ ტრენინგზე: „სურსათის უვნებლობა - ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები” კანონმდებლობის მოთხოვნების
Veranstaltungsdetails
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ეკატერინე ბურკაძე, გიწვევთ ერთობლივ ტრენინგზე:
„სურსათის უვნებლობა –
ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები”
კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელი პირობაა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის დაცულობის უზრუნველსაყოფად. უვნებელი სურსათის წარმოებისთვის პირობების შექმნა კომპანიის ვალდებულებაა და მნიშვნელოვანი წინაპირობაც სანდო რეპუტაციის მოსაპოვებლად. ის ქმნის სანდო მომწოდებლების სტატუსს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ვაჭრობაში.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება კარგი წარმოებისა და ჰიგიენის პრაქტიკა (GMP&GHP), სურსათის უვნებლობის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, ტემპერატურული რეჟიმები, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები, სურსათის საფრთხეები და საფთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა HACCP, საერთაშორისო სტანდარტები.
მიზნობრივი აუდიტორია: სურსათის მწარმოებლები, კვების ობიექტები, რესტორნები, სავაჭრო ქსელები და სხვა დაინტერესებული პირები.
ტრენინგი დაეხმარება სურსათის მწარმოებელ კომპანიებსა და დაინტერესებულ პირებს, გაეცნონ, შეიმუშაონ და დანერგონ სურსათის უვნებლობის მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მიდგომები და დააკმაყოფილონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
ტრენინგს გაუძღვება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ქ-ნი ეკატერინე ბურკაძე, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან, სურსათის საწარმოების შეფასების, სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავების და დანერგვის, პერსონალის შესაბამისი გადამზადების საკითხებში. მას განხორციელებული აქვს სურსათის უვნებლობის, ხარისხის მართვის და სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის პროექტები საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყირგიზეთში.
თარიღი და დრო: 17.03.2023; 10:00-16:00 სთ.
ადგილი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, 0171 თბილისი.
ტრენინგის საფასური: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის – 230 ლარი, სხვა შემთხვევაში – 280 ლარი.
საფასური მოიცავს ყავის შესვენებასა და ლანჩს, ასევე, ყველა საჭირო მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ, 14 მარტამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: medea.kvantaliani@dwv.ge.
Datum
17 März, 10 h - 17 März, 4 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin
Holiday Inn TbilisiTwentysix May Square N.1