Oktober, 2019
29Okt.10:0017:00DWV-ტრენინგი: ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი
Veranstaltungsdetails
29 ოქტომბერს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და გერმანიაში დაფუძნებული და მოქმედი კომპანია Mebaduri Consulting Group-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი“. ტრენინგს უძღვებოდა კომპანია Mebaduri Consulting Group-ის დამფუძნებელი - ბატონი
Veranstaltungsdetails
29 ოქტომბერს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და გერმანიაში დაფუძნებული და მოქმედი კომპანია Mebaduri Consulting Group-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი“.
ტრენინგს უძღვებოდა კომპანია Mebaduri Consulting Group-ის დამფუძნებელი – ბატონი ვახტანგ მებადური, რომელსაც ტურისტული ხელშეკრულებითი სამართლის დარგში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 თავის (ტურისტული მომსახურება) სრული კომენტარის ავტორი.
ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს სამოქალაქო სამართლის სპეციალურ მარეგულირებელ ნორმებზე, ევროგაერთიანების მიერ ტურისტული ურთიერთობების რეგულირების მიზნით შემუშავებულ დირექტივაზე და ევროპულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით შედგენილი პროგრამის საშუალებით მიეწოდებინა მონაწილეებისთვის ცოდნა ტურიზმის ხელშეკრულებით სამართლის, როგორც ტურისტული ურთიერთობების სპეციფიკური რეგულაციის სფეროს შესახებ.
ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: ეგზოტური, ერკა-ტრეველ კავკაზუსი, Georgia Insight, კაპიტანი +, Powderproject.ch, თეგეტა თრეველი და ა.შ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
Datum
29 Oktober, 10 h - 29 Oktober, 5 h