Oktober, 2019
Veranstaltungsdetails
10 ოქტომბერს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და მისი წევრი კომპანია - თორაძე და პარტნიორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შრომის უსაფრთხოების კანონდმებლობით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის“. ტრენინგს უძღვებოდა იურიდიული ფირმა „თორაძე
Veranstaltungsdetails
10 ოქტომბერს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და მისი წევრი კომპანია – თორაძე და პარტნიორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შრომის უსაფრთხოების კანონდმებლობით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის“. ტრენინგს უძღვებოდა იურიდიული ფირმა „თორაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი – ბატონი დავით თორაძე და ამავე კომპანიის პრაქტიკოსი იურისტი სამშენებლო სამართლის მიმართულებითნ – ბატონი თემურ ბეგაშვილი.
ტრენინგზე განხილული იქნა შრომის უსაფრთხოების ზოგადი კანონმდებლობა, დამსაქმებლის ესენციალური ვალდებულებები, პროცდეურული წესები.
მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა სპეციალური წესების შესახებ სამშენებლო კომპანიებისთვის, შენობა ნაგებობებისთვის, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიებისთვის.
ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: ჯი თი ეს ელექტრონიქსი, დიო, გროს ენერჯი ჯგუფი, ორიენტ ლოჯიკი და სხვები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცა სერთიფიკატები.
Datum
10 Oktober, 10 h - 10 Oktober, 5 h