Februar, 2020
18Feb.10:0018:00DWV-ტრენინგი: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები ბიზნეს ურთიერთობებში
Veranstaltungsdetails
18 თებერვალს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და Jorbenadze & Gatserelia Counselors-ის ორგანიზებით, ჰოლიდეი ინნ-ში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები ბიზნეს ურთიერთობებში. ტრენინგს უძღვებოდნენ Jorbenadze & Gatserelia Counselors მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი,
Veranstaltungsdetails
18 თებერვალს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და Jorbenadze & Gatserelia Counselors-ის ორგანიზებით, ჰოლიდეი ინნ-ში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები ბიზნეს ურთიერთობებში.
ტრენინგს უძღვებოდნენ Jorbenadze & Gatserelia Counselors მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი, ადვოკატი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი სერგი ჯორბენაძე და ამავე კომპანიის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით აკაკი გაწერელია.
ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეები გაცნობოდნენ წინასახელშეკრულებო ურთიერთობების არსს, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილე პირთა სწორად შერჩევის მეთოდებს, წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების სამართლებრივ შედეგებსა და სხვა მრავალ შესაბამის თემას.
ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი, აი.ელ.ეფ ქონსალთინგ ენჯინიერს ჯორჯია, ბახვი ჰაიდრო პაუერ, ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო, ავერსი-ფარმა, გლობალტესტი, კნაუფ გიპს თბილისი, ეგზოტური, მეიჯერელ საქართველო, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცა სერტიფიკატები.
Datum
18 Februar, 10 h - 18 Februar, 6 h