fbpx

Mai, 2023

18Mai11:0017:00DWV-ტრენინგი: “2021-2023 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები“

Veranstaltungsdetails

გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) და BDO Academy-მ ჩაატარეს ერთობლივი ტრენინგი: 2021-2023 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები“.

საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს.

სასწავლო სემინარის მიზნები

სემინარის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის 2021-2023 წელს ამოქმედებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეების, დღგ-ის ახალი რეფორმისა და სხვა გადასახადების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, რაც მოიცავდა ძირითად პრინციპებსა და დეტალებს ოფიციალური საილუსტრაციო ქეისების მაგალითზე.

სწავლების მეთოდოლოგია

სემინარს ჰქონდა პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად, განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ.

სემინარის მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ სასწავლო ლიტერატურით და მიმდინარე მდგომარეობით არსებული ნორმატიული აქტებით (ბრძანებები, ინსტრუქციები, კომენტარები, სიტუაციური სახელმძღვანელოები და ა.შ.).

რეფერენტი: თეონა პაპიაშვილი – BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით.

სამუშაო ენა: ქართული.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სემინარს 15 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები: შპს ჯორჯია ინსაით, შპს ნუტრიმაქსი, შპს მეიჯერელ ჯორჯია, შპს დიო, შპს აი ეფ ელ ქონსალთინგ ენჯინიერს ჯორჯია, “პროკედიტ ბანკი”, შპს კაუკაზუს-რეიზენ და სხვა.

 

Datum

18 Mai, 11 h - 18 Mai, 5 h

Ort

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

Telavi Street N.20

Ansprechpartner

Medea KvantalianiJunior Projektmanagerin

Sheraton Grand Tbilisi Metechi PalaceTelavi Street N.20

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X